ერკოლე II დ’ესტე
ერკოლე II დ’ესტე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 აპრილი 1508 |
გარდაცვალების თარიღი | 3 ოქტომბერი 1559 (51 წლის) |
ეროვნება | იტალიელი |
წოდება |
ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგი (1534-1559) |
წინამორბედი | ალფონსო I დ’ესტე |
მემკვიდრე | ალფონსო II დ’ესტე |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | რენე დე ვალუა |
მშობლები |
მამა: ალფონსო I დ’ესტე დედა: ლუკრეცია ბორჯია |
ერკოლე II დ’ესტე (დ. 5 აპრილი 1508 — გ. 3 ოქტომბერი 1559) — ალფონსო I-ისა და ლუკრეცია ბორჯიას ვაჟი, რომის პაპ ალექსანდრე VI-ის შვილიშვილი. ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგი 1534-1559 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედის ხაზით იგი იყო რომის პაპ ალექსანდრე VI-ის შვილიშვილი, ჩეზარე ბორჯიას დიშვილი და წმინდა ფრანცისკე ბორჯიას ბიძაშვილი. მამის ხაზით კი იგი იყო იზაბელა დ'ესტეს, ე.წ. "რენესანსის პირველი ქალბატონისა" და აგრეთვე კარდინალ იპოლიტო დ'ესტეს ძმიშვილი. მისი და-ძმები იყვნენ მილანის მთავარეპისკოპოსი და კარდინალი იპოლიტო დ'ესტე, აგრეთვე პრინცესა ელეონორა და მასალობრადას მარკიზი ფრანჩესკო. დედის ხაზით მას ჰყავდა ორი უფროსი ნახევარ-ძმა, ბესკელიეს ჰერცოგი ალფონსო არაგონელი და ჯოვანი ბორჯია.
1528 წელს იგი დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XII-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ანა ბრეტონელის ნაბოლარა ქალიშვილ რენე დე ვალუაზე. ცოლის საოცარმა მზითვებმა მას უამრავი პრივილეგია და საშუალება მისცა. ფერარის საჰერცოგო ვალებიდან ამოვიდა, ერკოლემ კი მასში ხელოვნების აღორძინება დაიწყო. 1531 წელს დაიბადა მათი პირველი შვილი, ანა დ’ესტე, რომელიც ფრანსუა დე გიზს გაჰყვა ცოლად, ამას მოჰყვა 1533 წელს პირველი ვაჟი ალფონსო დ’ესტე, 1535 წელს დაიბადა ლუკრეცია დ’ესტე, რომელიც შემდგომში ურბინოს ჰერცოგს გაჰყვა ცოლად, 1537 წელს დაიბადა ელეონორა, 1538 წელს კი ლუიჯი დ’ესტე.
1534 წელს ერკოლე ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგი გახდა. იგი მეტად მძიმე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. 1543 წლამდე იგი იმყოფებოდა საფრანგეთის გავლენის ქვეშ, აგრეთვე ძლიერი იყო კურიის გავლენებიც. კურიის მხრიდან ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა რაც მისი ცოლი, რენე დე ვალუა ამხილეს კალვინიზმში. რენე ინკვიზიციას უნდა დაესაჯა, თუმცა ვინაიდან ამ დროს იგი უკვე საფრანგეთის მეფე ანრი II-ის დეიდა იყო, მხოლოდ რელიგიის შეცვლით შემოიფარგლნენ. 1554 წელს რენემ აღიარა რომ იგი კალვინისტი იყო და კათოლიციზმზე მოექცა.
ერკოლე მხარს უჭერდა რომის პაპ პავლე IV-ის პროფრანგულ და ამავდროულად ანტიესპანურ პოლიტიკას, რომელიც 1558 წლამდე გრძელდებოდა. იგი ასევე იყო ხელოვნების ძლიერი მფარველი. აგრეთვე ზრუნავდა უმცროს ძმაზე, კარდინალ იპოლიტოზე. ცნობილია, რომ ერკოლემ იპოლიტოს ესტეს ვილა აუშენა ტივოლში.
ერკოლე II გარდაიცვალა 1559 წლის 3 ოქტომბერს, 51 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლი კვლავ მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Claudio Maria Goldoni, Atlante estense - Mille anni nella storia d'Europa - Gli Estensi a Ferrara, Modena, Reggio, Garfagnana e Massa Carrara, Modena, Edizioni Artestampa, 2011.
- Graziano Gruppioni, LA NOSTRA STORIA.Storie di storia ferrarese, Documenti per la storia di Ferrara, nº 2, Ferrara, 2G Editrice, 2010.
- Gerolamo Melchiorri, Donne illustri ferraresi dal Medioevo all'Unità, a cura di Graziano Gruppioni, prefazione Enrica Guerra, Ferrara, 2G Editrice, 2014.
- Aron di Leone Leoni, La Nazione Ebraica Spagnola e Portoghese di Ferrara (1492-1559). I suoi rapporti col governo ducale e la popolazione locale e i suoi legami con le Nazioni Portoghesi di Ancona, Pesaro e Venezia, a cura di L. Graziani Secchieri, Firenze 2011.
წინამორბედი: ალფონსო I დ’ესტე |
ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგი 1534-1559 |
შემდეგი: ალფონსო II დ’ესტე |
|