ვექტორული გამოსახულება
ვექტორული სურათი | რასტრული სურათი |
ვექტორული სურათის ზომის შეცვლა შესაძლებელია ხარისხის გაფუჭების გარეშე. |
ვექტორული ნახატი არის გამოსახულების წარმოდგენა ისეთი გეომეტრიული ობიექტების (წრფეები, წერტილები, მრავალკუთხედები, ტეხილები, მისთ.) მეშვეობით, რომლებსაც გააჩნია ფორმის, პოზიციის, ფერის და სხვა ისეთი ატრიბუტები, რომლებიც გამოსახულების შექმნის საშუალებას იძლევიან. ამგვარად იგი განსხვავდება რასტრული გამოსახულებისაგან (სხვაგვარად „bitmap“), რომელშიც მუშაობა ხდება პიქსელებზე.
თავისთავად ვექტორული ნახატი ყოველი ვიზუალიზაციისას ხელახლა იხატება, რაც საჭიროებს მანქანურ გამოთვლებს.
ინტერესი მდგომარეობს სურათის ზომით სურვილისამებრ ვარირების შესაძლებლობაში, ყოველგვარი კიბის ეფექტის გარეშე. უარყოფითი მხარე კი არის ის, რომ ფოტორეალისტური გამოსახულების მისაღებად საჭიროა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის გამოთვლების წარმოება და დიდი მოცულობის მეხსიერება.
პრინციპი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვექტორული ნახატის ბაზობრივი პრინციპი მდგომარეობს მარტივი გეომეტრიული ფორმების (წრეწირის ან ელიფსის რკალის, მართკუთხედის სეგმენტის, ბეზიეს მრუდის… ) აღწერაში, რომლებსაც შესაძლებელია მიუსადაგო სხვადასხვა ტრანსფორმაციები: როტაცია, გაბრტყელება, მასშტაბირება.
სპეციალური ეფექტები იძლევიან მოქნილობის საშუალებას: ამოჭიმვა, სარკის ეფექტი, ფორმათა გადაგლუვება და ა. შ.
თითოეული გეომეტრიულ პრიმიტივთაგანი ფლობს გარკვეული რაოდენობის ატრიბუტს (პოზოცია, ფერი, შიდა სივრცე). წარმოდგენისას, პროგრამა იყენებს წრფეებს (ან მრუდებს) და სიბრტყულ ზედაპირებს. ყველა წრფე, ინდივიდუალურად წარმოდგენილია სახასიათო წერტილებით, რომლებიც განსაზღვრავენ მის განტოლებას. ეს მახასიათებელი წერტილები ქმნიან ვექტორს. ამგვარად, ეს განტოლება გამოითვლება კომპიუტერის მიერ და ინახება მისსავე მეხსიერებაში. მაგალითად, ელიფსის დახაზვისას, იგი იარსებებს ორი ფორმით: მათემატიკური ფორმულა მეხსიერებაში და ნახაზი ეკრანზე. ნახაზი შესრულებულია ვექტორის, შტრიხების მახასიათებლების და ზედაპირის ფერის ბრძანებების შესაბამისად. ამგვარად, ყველა ეს პარამეტრი შესაძლოა დამოუკიდებლად შეიცვალოს. ვექტორული წარმოდგენის მეშვეობით შემოდის ნახატის ფენების ცნება. შესაძლებელია მრავალი ფენის ერთმანეთზე დადება, რაც ვერ ხორციელდება bitmap-ში წარმოდგენისას, ვინაიდან მასში მხოლოდ ერთი ფენაა და ყოველი ახალი წერტილი ზევიდან ეწერება ძველს. ეს ცნება ხელახლა შემოტანილი იქნება კარტოგრაფიის სფეროში.
ვექტორული წარმოდგენის პლიუსი მდგომარეობს მის დახვეწილობაში და მიღებული ნახაზის სიზუსტეში. შესაძლებელია თითოეული ხაზის სწრაფი და ერთი ხელის შევლებით მოდიფიცირება. სინამდვილეში, ამგვარი წარმოდგენა მოიცავს გრაფიკული ობიექტების საზღვრულ რაოდენობას. მეორე მხრივ, ეს გრაფიკული ფაილები ძალიან მსუბუქნი არიან. ყოველი გადიდებისას ნახაზი რჩება ზუსტი, ვინაიდან კომპიუტერი ხელახლა ითვლის კოორდინატებს მოთხოვნილი მასშტაბის შესაბამისი ფუნქციით (მაშინ როცა bitmap წარმოდგენისას, ხდება პირდაპირ წერტილების გადიდება), ამგვარად გამოსახულება არ დეგრადირდება.
bitmap წარმოდგენაში რამდენიმეჯერ გადიდებისას, მრუდებს აქვთ მისწრაფება გადაგლუვებისკენ, ერთგვაროვანი მრუდის ნაცვლად ჩნდება კიბისებრი ფორმა, რაც ნაკლებ დახვეწილია ვიდრე ვექტორული წარმოდგენა, სადაც გამოსახულება ინარჩუნებს პირვანდელ სიმკვეთრეს და დახვეწილობას. ამგვარად, ვექტორული წარმოდგენა გვაძლევს უსასრულო გადიდების საშუალებას.
ფორმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვექტორული ნახატი სურათის თითქმის უსასრულო გარჩევადობის საშუალებას იძლევა. ერთსა და იმავე გარჩევადობისას, იგი ზოგადად უფრო პატარა მოცულობისაა ვიდრე „bitmap“ ნახატი, რამდენადაც მისი შემადგენელი თითოეული პიქსელის აღწერილობის ნაცვლად იგი მხოლოდ შემადგენელი ელემენტების აღწერილობას შეიცავს.
აღვნიშნოთ, რომ „ვექტორული“ არ არის დაკავშირებული მათემატიკურ ვექტორებთან, არამედ ძირითადად აღნიშნავს ინფორმატიკულ მონაცემებს, რომლებიც გვევლინებიან გრაფიკულ ინსტრუქციებად თუ ატრიბუტებად. ამავე დროს, ეს მონაცემები ხშირად წარმოდგენილნი არიან კორტეჟების ფორმით, რომლებიც მოგვაგონებენ ვექტორებს, განსხვავებით რასტრული სურათისგან, რომელიც ემყარება პიქსელებს.
არსებობს ვექტორული ფაილების უამრავი ფორმატი. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ Adobe Flash, Illustrator ან SVG. არქიტექტორების ცნობილმა პროგრამამ Autocad-მა გაავრცელა ფაილების საკუთარი ფორმატები DXF და DWG.
კარტოგრაფიაში გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვექტორული ხატვა ძალზედ გამოყენებადია რუკების შედგენისას. მართლაც, ფენათა (შრეთა) პრინციპი, სადაც სხვადასხვა სიბრტყეები ერთმანეთზე ედება, საშუალებას იძლევა, მაგალითად, ისეთი მრავალრიცხვოვანი ინფორმაციების, როგორიცაა მდინარეების, გზების, რელიეფების ერთმანეთზე დადებისა. წარწერები შესაძლებელია შემცირებული იქნას, თუმცა მაინც ყოველთვის ზუსტად წაკითხვადი იყოს. უარყოფითი მხარე არის ის, რომ არ უნდა გადაიტვირთოს ეს რუკები, რათა არ გახდნენ არაწაკითხვადები. მასშტაბის სწრაფად შეცვლის შესაძლებლობა და ვექტორული ნახატის სიმთელე შეესაბამება კარტოგრაფიის მოთხოვნებს. ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია ძალიან სწრაფად დაათვალიეროს დიდი სიზუსტით და გაამკვეთროს სასურველი ზონა.