შინაარსზე გადასვლა

ზელანდიის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ზელანდიის პროვინცია
Zeeland
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ადმ. ცენტრი Middelburg
შიდა დაყოფა Borsele, Goes, Hulst, Middelburg, Noord-Beveland, Reimerswaal, Schouwen-Duiveland, Sluis, ტერნეზენი, Tholen, Veere, Vlissingen, Kapelle, Sas van Gent, Axel, Hontenisse, Sluis-Aardenburg და Oostburg
კოორდინატები 51°34′00″ ჩ. გ. 3°45′00″ ა. გ. / 51.56667° ჩ. გ. 3.75000° ა. გ. / 51.56667; 3.75000
მმართველი Han Polman
დაარსდა 1012
ფართობი 1,788 კმ²
მოსახლეობა 380,186 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 210 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საავტომობილო კოდი K
ოფიციალური საიტი [www.Zeeland.nl www.Zeeland.nl]

ზელანდიის პროვინცია (ნიდერლ. Zeeland) — პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ნიდერლანდებში. უკავია მდინარეების შელდისა და მაასის დელტები. დედაქალაქი მიდელბურგი. მოიცავს მრავალრიცხოვან კუნძულებს. ტერიტორიის დიდი ნაწილი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. უკანასკნელად დიდი წყალდიდობა 1953 წელს დაფიქსირდა. ეკონომიკა ძირითადად დაფუძნებულია ტურიზმზე. ზაფხულში განსაკუთრებით პუპულარულია პლაჟები.

ზელანდია იყო დავის საგანი ფლანდრიისა და ჰოლანდიის გრაფებს შორის; უკანასკნელმა 1323 წელს მოახერხდა და შემოიერთა ტერიტორია. უილიამ III-ის (1672–1702) დროს იგი პროვინციებად გაერთიანდა. პროვინციის სანაპირო ზოლი მუდამ იცვლებოდა. კუნძულები ზრდას ალუვიური მოქმედების ხარჯზე განიცდიდნენ, ზოგჯერ იტბორებოდნენ. განსაკუთრებით ძლიერი წყალდიდობა დაფიქსირდა 1953 წლის 1 თებერვალს, რის შედეგადაც დაიღუპა 1800 ადამიანი. შედეგად დაიწყეს მასშტაბური წყალდიდობის საწინააღმდეგო სისტემის — დელტაპროექტის განხორცილება, რათა თავითად აეცილებინათ ტრაგედიის განმეორებითი შემთხვევები. ამასთანავე მოხდა კუნძულების დაკავშირება მატერიკთან. სოფლის მეურნეობა ამჟამად მაღალ დონეზეა მექანიზირებული და მეტად ეფექტურია. ნიადაგების დიდი ნაწილი სახნავად ვარგისიანია. მოჰყავთ კარტოფილი, შაქრის ჭარხალი და სხვ. განვითარებულია მებაღეობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე მსხვილი რქოსანი საქონლის მომრავლება. ზელანდია ცნობილია ხამანწკებისა და კრევეტების ტრადიციული კულტურით.

მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე პატარა პროვინციაა. 2006 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა უდრიდა 380,186 ადამიანს. დიდი ქალაქებია: ფლისინგენი, მიდელბურგი, გუსი, ტერნეზენი, სას-ვან-გენტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]