შინაარსზე გადასვლა

ზემო ანგარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზემო ანგარა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე ბაიკალ-ვიტიმის წყალგამყოფი
56°35′33″ ჩ. გ. 113°46′38″ ა. გ. / 56.59250° ჩ. გ. 113.77722° ა. გ. / 56.59250; 113.77722
სიგრძე 452 კმ
აუზის ფართობი 21 400 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ზემო ანგარა ვიკისაწყობში

ზემო ანგარა (რუს. Верхняя Ангара) — მდინარე რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკაში. სათავე აქვს ბაიკალ-ვიტიმის წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. ერთვის ბაიკალის ტბას. სიგრძე 452 კმ. აუზის ფართობი 21 400 კმ². ზემო დინებაში მიედინება უმეტესწილად ვიწრო ხეობაში, სადაც ჭორომებს ქმნის. ქვემო დინებაში ფართოდ დაჭაობებულ ხეობაში იშლება. საზრდოობა შერეულია. ჭარბობს წვიმის და მიწისქვეშა წყალი. ოქტომბრის ბოლოს იყინება. წყლის საშუალო ხარჯი 265 მ³/წმ. ზამთარში შესართავში ფიქსირდება წყლის მინიმალური ხარჯი — 45 მ³/წმ. სანაოსნოა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]