თურქეთის საფეხბურთო სუპერთასი (თურქ.Türkiye Süper Kupası) — საფეხბურთო გათამაშება თურქეთში, სადაც სუპერლიგის და თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე თასის ფინალისტი გუნდი დაუპირისპირდება. სუპერთასი თამაშდება 1966 წლიდან.
გათამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია სტამბოლის „გალათასარაი“, რომელმაც 15-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „აქჰისარ ბელედიესპორი“.