შინაარსზე გადასვლა

თურშსუ (შუშა)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბა
თურშსუ
აზერ. Turşsu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 39°41′08″ ჩ. გ. 46°39′07″ ა. გ. / 39.6857624611° ჩ. გ. 46.6520982000° ა. გ. / 39.6857624611; 46.6520982000
ცენტრის სიმაღლე 1900 მეტრი
მოსახლეობა 88 (2005)[1]
თურშსუ (შუშა) — აზერბაიჯანი
თურშსუ (შუშა)

თურშსუ (აზერ. Turşsu) — დაბა აზერბაიჯანში, შუშის რაიონის სოფელ თურშსუს ადმინისტრაციულ თემში. 1992 წლიდან ოკუპირებული იყო სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების შედეგად, დაბა თურშსუ გადავიდა რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ.

დასახლების სახელწოდება იქვე მდებარე „თურშსუს“ (ქართ. მჟავე წყალი) წყაროს სახელწოდებიდან მომდინარეობს.

სოფელი მდებარეობს მდინარე „ზარისლის“ ხეობაში. 1972 წლამდე, ლისაგორსკის სოვხოზთან არსებულ დაბად მოიხსენიებდნენ. XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის გადასახლების პოლიტიკის შესაბამისად, რუსები ჩამოასახლეს. წარსულში დაბა „ნაჯაფგულის“ სახელით ცნობილი ერთ-ერთი პირის საზაფხულო საძოვარი ტერიტორია იყო.[2]

XX საუკუნის დასაწყისში, რუსებით დასახლებული ეს ტერიტორია ელიზავეტპოლის გუბერნიის შუშის მაზრის სოფლად შეიქმნა. „კავკასიის კალენდრის“ მონაცემების მიხედვით,[3] 1914 წლისთვის სოფელში 36 ადამიანი, ძირითადად რუსები ცხოვრობდნენ.[4]

დაბა, ყარაბაღის ომის დროს, ბრძოლების ეპიცენტრად იქცა. სომხების შეტევების მიუხედავად, მათ დაბა 1992 წლის 15 მაისამდე ვერ დაიკავეს, როდესაც აზერბაიჯანულმა ძალებმა ბრძანების თანახმად დატოვეს დაბა. ამის შემდეგ, სომხებმა უბრძოლველად დაიკავეს დაბა.

  1. http://census.stat-nkr.am/arm/shushi/1-1.pdf
  2. თურშსუ (შუშა) // Azərbaycan toponimlərinin ensiklopedik lüğəti, ტ. II cild, Bakı: Şərq-Qərb, 2007, ISBN 978-9952-34-156-0.
  3. Кавказскиій календарь на 1915 год / А. А. Эльзенгера и Н. П. Стреламьщука, თბილისი: Типография канцелярии Наместника Е. И. В. на Кавказе, 1914. — გვ. 153.
  4. L. Q. Quliyeva, F. A. Məmmədbəyli, E. A. Heydərova, Q. O. Kərimova. , Словарь русского островного говора Азербайджана, Bakı: Bakı Dövlət Universiteti nəşriyyatı, 2006.