შინაარსზე გადასვლა

იგი პოპი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იგი პოპი

იგი პოპი ფესტივალზე Chester Rocks, 2011 წლის ივლისი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეიმზ ნიუელ ოსტერბერგი უმცროსი
დაბ. თარიღი 21 აპრილი, 1947 (1947-04-21) (77 წლის)
დაბ. ადგილი მიჩიგანი, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკი, პანკ-როკი, ბლუზ-როკი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, კლავიშებიანები, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1960–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Virgin, RCA, Elektra, A&M
ხელმოწერა
საიტი iggypop.com
იგი პოპი ვიკისაწყობში

იგი პოპი ინგლ. Iggy Pop (ნამდვილი სახელი ჯეიმზ ნიუელ ოსტერბერგი უმცროსი ინგლ. James Newell Osterberg Jr.; დ. 21 აპრილი, 1947) — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ზედმეტსახელი იგი შეიძინა კოლეჯში სწავლისას, როდესაც ადგილობრივ ჯგუფ The Iguanas-ში დასარტყმელი საკრავებზე უკრავდა. იგი არის 2003 წელს აღდგენილი გავლენიანი პროტოპანკ-ჯგუფ The Stooges-ის წამყვანი ვოკალისტი[1]. ცნობილია სცენაზე დროდადრო შეურაცხმყოფელი და მოულოდნელი ქცევით.[2][3]

იგის მუსიკა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს მოიცავს. მათ შორის არის მძიმე როკი, ახალი ტალღა, პოპი, ჯაზი, არტ-როკი და ბლუზი.[4] მისი ცნობილი სიმღერებია „Lust for Life“, „The Passenger“, „Real Wild Child“, „Candy“ (The B-52's-ის კეტი პირსონის მონაწილეობით), „China Girl“, „Nightclubbing“, „Search and Destroy“ და „I Wanna Be Your Dog“. 2010 წელს, The Stooges-თან ერთად შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

სტუდიური ალბომები
The Stooges
ჯეიმზ უილიამსონთან
სოლო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Stooges Reuinion at Coachella 2003. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  2. Harness, Jill. (March 9, 2009) Music Tidbits: Iggy Pop – Neatorama. ციტირების თარიღი: December 27, 2014.
  3. Iggy Pop Biography | Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 20, 2015. ციტირების თარიღი: December 27, 2014.
  4. Iggy Pop announces release date for 'jazz' album | News. NME (March 26, 2009). ციტირების თარიღი: 2011-09-30.