შინაარსზე გადასვლა

იზაბელ დე ბრაგანსა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელ დე ბრაგანსა
წოდებები
ხიმარესის ჰერცოგინია
დაიბადა 1514
გარდაიცვალა 16 სექტემბერი, 1576
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) დუარტე პორტუგალიელი
შვილ(ებ)ი მარია, პარმის პრინცესა
კატარინა, ბრაგანსას ჰერცოგინია
დუარტე, ხიმარესის ჰერცოგი
მამა ჟაიმე, ბრაგანსას ჰერცოგი
დედა ლეონორ პერეს დე გუსმანი
რელიგია კათოლიციზმი

იზაბელ დე ბრაგანსა (პორტ. Isabel de Braganza; დ. 1514 — გ. 16 სექტემბერი, 1576) — ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის რძალი როგორც მისი ვაჟის, ხიმარესის ჰერცოგ დუარტე პორტუგალიელის მეუღლე და მისი სამი შვილის დედა.

იზაბელი დაიბადა 1514 წელს. იგი იყო ბრაგანსას ჰერცოგ ჟაიმესა და მისი პირველი ცოლის, ლეონორ პერეს დე გუსმანის ქალიშვილი. 1537 წელს იგი ცოლად გაჰყვა საკუთარ ბიძაშვილს, ხიმარესის ჰერცოგ დუარტე პორტუგალიელს, რომელიც იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და დედოფალ მარია არაგონელის ნაბოლარა ვაჟი. აღსანიშნავია, რომ ხიმარესის ჰერცოგობა დუარტემ იზაბელის მზითვიდან მიიღო, რომელიც მისმა ძმამ, თეოდუშიუ I-მა გაატანა.

1540 წელს დუარტე გარდაიცვალა, რა დროსაც იზაბელი მესამე ბავშვზე იყო ორსულად. მისი შუათანა ქალიშვილი კატარინა, შემდგომში იზაბელის ძმის შვილს გაჰყვა ცოლად და ბრაგანსას ჰერცოგინია გახდა. იგი გარდაიცვალა 1576 წლის 16 სექტემბერს.

  1. მარია (1538-1577), ცოლად გაჰყვა პრინც ალექსანდრე პარმელს;
  2. კატარინა (1540-1614), ცოლად გაჰყვა ბრაგანსას ჰერცოგ ჟუანს;
  3. დუარტე (1541-1576), ხიმარესის ჰერცოგი, გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ;
  • "Nobreza de Portugal e Brasil" - Vol. II, pages 29 and 30. Published by Zairol Lda., Lisbon 1989;
  • "O Marquês de Montemor e a sua vida pública" de Anastásia Mestrinho Salgado, Edições Cosmos, Lisbon 1997.