შინაარსზე გადასვლა

ილორის წმინდა გიორგის ხატი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილორის წმინდა გიორგის კარედი ხატი

ილორის წმინდა გიორგის კარედი ხატიწმინდა გიორგის ხატი ილორის ეკლესიიდან. ხატი ამჟამად დაცულია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში[1].

ილორის წმინდა გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს სამფრთიან, დასაკეც ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამსოახულია წმინდა დიმიტრი და წმინდა თეოდორე განმარტებითი ძველქართული წარწერებით. ხატის შიდა ნაწილზე გამოსახულია ფეხზე მდგომი, საომარ სამოსში გამოწყობილი წმინდა გიორგი, რომლის მარჯვნივ ვედრების პოზაში გამოსახულია ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე[1]. ყველა გამოსახულებას განმარტებითი წარწერა ახლავს. გარდა ამისა, ხატის ლუსკუმაზე მოთავსებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორგის ხატის შეწირვის ამბავს. წარწერაში მოხსენიებულია ასევე გიორგი III დადიანი, ოდიშის მთავარი 1572-1582 წლებში და მისი მეუღლე თამარი[1]. სიუჟეტური თემა — წმ. გიორგი და სასწაულმოქმედი ხარი სრულიად ორიგინალურია ქრისტიანულ ხელოვნებაში. ის ქართული სინამდვილიდან არის გადმოტანილი და უკავშირდება საკულტო ცერემონიალს, რომელიც გიორგობა დღეს ილორში იმართებოდა.

ე. თაყაიშვილმა აღნიშნული ხატი მოიძია ზუგდიდის ეკლესიაში[2], ხოლო ზედ არსებული წარწერები გაშიფრა შემდეგნაირად:

მთავარი ხატის ზურგზე წერია:

ვიკიციტატა
„წმიდაო გიორგი ილორისაო შეიწყალე სული ცაიშელ-ბედიელ მიტროპოლიტი კუირილე ჟუანიძისა, რომელმან ინება შემკობა ხატისა ამის, ამინ.“

კარედის ზურგზე წერია:

ვიკიციტატა
„ქ. ღმრთისა საყდართა წინაშე მდგომარე ხარ განათლებული მოწამეო გიორგი, ვითარცა გაქუს კადნიერება დიდი წინაშე ღმრთისაჲ, მეოხ მეყავ მე მარადის, ყოვლად სანატრელო, რათა მიჴსნა. და მეოხ მექმენ დღესა მას განკითხვისასა შემკობილი ხატისა შენისა მე, ბედიელ მიტროპოლიტი, კვირილე ჟვანიძესა, ამინ. ქ. ადიდნეს ღმერთმან დადიანი გიორგი და თანამეცხედრე მათი დედოფალი თამარ და ძე მათი აღზარდნეს ღმერთმან, ამინ.“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 (2010) Dadiani Palaces - History and Architechture Museum Guide. Zugdidi: Dadiani Palaces History and Architechture Museum, გვ. 196. ISBN 978-9941-0-1991-3. 
  2. Такаишвили Е., Церкви и церковныя древности Мегрелии, Ленинград, 1927