შინაარსზე გადასვლა

ისტ-ლონდონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ისტ-ლონდონი
ინგლ. East London
აფრ. Oos-Londen
კოს. eMonti
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია აღმოსავლეთი კაპლანდი
კოორდინატები 33°01′03″ ს. გ. 27°54′17″ ა. გ. / 33.01750° ს. გ. 27.90472° ა. გ. / -33.01750; 27.90472
დაარსდა 1872
ამჟამინდელი სტატუსი 1914
ფართობი 168,86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 48 მეტრი
მოსახლეობა 267 007 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1581,23 კაცი/კმ²
აგლომერაცია 755 200
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 043
საფოსტო ინდექსი 5200, 5201–5499
ოფიციალური საიტი eastlondon.org.za
ისტ-ლონდონი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ისტ-ლონდონი

ისტ-ლონდონი (ინგლ. East London — „აღმოსავლეთი ლონდონი“), (აფრ. Oos-Londen, კოს. eMonti), ზოგჯერ ბაფალო-სიტი (ინგლ. Buffalo City, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დასახელების მიხედვით) — ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ კაპლანდის პროვინციაში. მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქის დიდი ნაწილი იმყოფება მდინარე ბაფალოს და მდინარე ნაჰუნის შორის. იგი ქვეყნის ერთადერთი სამდინარე პორტია. ქალაქში 2011 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 267 007 ადამიანი,[1] აგლომერაციაში — 755 200 ადამიანი. მოსახლეობის მიხედვით ქალაქი პროვინციაში მეორეა ქალაქ პორტ-ელიზაბეთის შემდეგ.

ისტ-ლონდონი დაარსდა სამხრეთ აფრიკის ერთადერთი სამდინარო პორტის ადგილას, რომელსაც ადრე Port Rex ერქვა. დასავლეთ სანაპიროზე ეს დასახლება გახდა ისტ-ლონდონის ცენტრი, რომელსაც ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1914 წელს. XIX საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელ დასახლებულებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის სასაზღვრო ბრძოლების დროს, ისტ-ლონდონი იყო პორტი, რომელიც ამარაგებდა კინგ-უილიამ-თაუნიდან 50 კმ-ის რადიუსში მდებარე ქალაქებს. 1847 წელს ამ ადგილას აშენდა ფორტი Glamorgan.

შემდგომში ამ რეგიონში დასახლდნენ გერმანელი კოლონისტები, რომლებმაც დასახელებები მისცეს უახლოეს დასახლებულ პუნქტებს. დღეისათვის ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია ბევრი გერმანული გვარი.

1870 წლიდან ქალაქში ფუნქციონირებს პორტი. 1876 წელს ქალაქში შემოიყვანეს რკინიგზა, რომელმაც იმპულსი მისცა რეგიონის შემდგომ განვითარებას.

1935 წელს მდინარე ბაფალოზე აშენდა ორსართულიანი ხიდი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ერთადერთია თავისი სახეობით.

1959 წელს ქალაქში გაიხსნა ისტ-ლონდონის ფორმულა ერთის ტრასა.

2000 წელს ისტ-ლონდონი გახდა ბაფალოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნაწილი.

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 267 007 ადამიანს.[1]. ამავე აღწერის მონაცემებით მოსახლეობის 70,09 %-ს (187 154 ადამიანი) შეადგენენ შავკანიანები; თეთრკანიანთა რაოდენობაა 16,00 % (42 722 ადამიანი); ფერადკანიანი მოსახლეობა შეადგენს ქალაქის მაცხოვრებელთა 11,63 %-ს (31 042 ადამიანი); აზიელები კი 1,78 %-ს (4748 ადამიანი).[1]

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ ისტ-ლონდონის მოსახლეობის 61,77 %-ის (156 723 ადამიანი) მშობლიური ენაა კოსა; მოსახლეობის 21,21 % (53 806 ადამიანი) ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე, ხოლო 13,25 % (33 621 ადამიანი) აფრიკაანსზე.[1]

ისტ-ლონდონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სიდიდით მეორე სამრეწველო ცენტრია. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს საავტომობილო მრეწველობა. კომპანია Daimler AG-ის ქარხნები ძირითადად მდებარეობენ პორტთან ახლოს და უშვებენ Mercedes-Benz-ის ავტომობილებს შიდა ბაზრისთვის და აშშ-ში საექსპორტოდ. ქალაქში ასევე განვითარებულია ტექსტილის, ფარმაცევტული და კვების მრეწველობა.

ისტ-ლონდონს აქვს კარგი სატრანსპორტო კავშირი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სხვა ქალაქებთან. ისტ-ლონდონის აეროპორტიდან, რომელიც მდებარეობს ქალაქიდან 10 კმ-ში, სრულდება ყოველდღიური რეისები ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში.

ისტ-ლონდონში საკმაოდ პოპულარულია ეროვნული ჭიდაობა და რაგბი. ქალაქში საკმაოდ გავრცელებულია მოტოკროსი, საბრძოლო ხელოვნება და გოლფი. ასევე ვითარდება სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა კრივი, ავტოსპორტი, ფეხბურთი, სამთო ველორბოლა, პარაშუტით ხტომა, მძლეოსნობა, ცხენოსნობა და სპორტის ბევრი სხვა სახეობა.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტ-ლონდონი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 2011 წლის მოსახლეობის აღწერა
  2. Daqing Travel China, Daqing Tour Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-28. ციტირების თარიღი: 2011-06-02.