შინაარსზე გადასვლა

კარლ ფრიდრიხ ფილიპ ფონ მარციუსი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ფრიდრიხ ფილიპ ფონ მარციუსი
დაბ. თარიღი 17 აპრილი, 1794(1794-04-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ერლანგენი[1] [5]
გარდ. თარიღი 13 დეკემბერი, 1868(1868-12-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (74 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი, ბავარიის სამეფო[1] [5]
დასაფლავებულია სამხრეთის ძველი სასაფლაო
მოქალაქეობა ბავარიის სამეფო
საქმიანობა მკვლევარი, პტერიდოლოგისტი, ბოტანიკოსი[6] , უნივერსიტეტის პროფესორი, მიკოლოგი, ექიმი, ანთროპოლოგი, ბუნებისმეტყველი[6] და world traveler[6]
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი
მამა Ernst Wilhelm Martius
ჯილდოები ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[8] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი

კარლ ფრიდრიხ ფილიპ ფონ მარციუსი (დ. 17 აპრილი, 1794 — გ. 13 დეკემბერი, 1868) — გერმანელი ბოტანიკოსი და მკვლევარი.

მარციუსი დაიბადა ერლანგენში, სადაც 1814 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. მან გამოაქვეყნა კრიტიკული კატალოგი უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში არსებული მცენარეების შესახებ. შემდეგ მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ბოტანიკის შესწავლას და 1817 წელს ის და იოჰან ბაპტისტ ვონ სპიქსი ბავარიის მეფემ ბრაზილიაში გააგზავნა. მათ იმოგზაურეს რიო-დე-ჟანეიროდან სამხრეთ და აღმოსავლეთ ბრაზილიის პროვინციებში და მოინახულეს მდინარე ამაზონის თავისი დიდი შენაკადებით.

1820 წელს, როდესაც კარლი ევროპაში დაბრუნდა დანიშნეს მიუნხენის ბოტანიკური ბაღის დამცველად. მისი დიდი ყურადღება მიიპრო ბრაზილიის ფლორამ და გამოაქვეყნა უამრავი პატარა ნაშშრომი: Nova Genera et Species Plantarum Brasiliensium (1823–1832, 3 ნაწ.) და Icones selectae Plantarum Cryptogamicarum Brasiliensium (1827). ორივე ნაშრომი იყო ილუსტრირებული. თუმცა ყველაზე მეტად იგი ცნობილია მისი ნამუშევრით Historia naturalis palmarum (1823–1850), რომელშიც პალმის მთლიანი გენერაციაა აღწერილი. ნამუშევარი შეიცავდა 240–ზე მეტ ქრომოლითოგრაფას. 1840 წელს კარლმა დაიწყო Flora Brasiliensis წერა.

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Mart.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Online database of digitized works French: click on 'Recherche' link and enter "Martius" as 'Auteur'. Gallica. ციტირების თარიღი: 2008-03-13.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118731416 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 www.accademiadellescienze.it
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 The Fine Art Archive — 2003.
  7. 7.0 7.1 Académie nationale de médecine
  8. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 238.