შინაარსზე გადასვლა

კატაპიტნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატაპიტნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  კატაპიტნა
ლათინური სახელი
Nepeta

კატაპიტნა (ლათ. Nepeta) — მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახების გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა.

აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია ევრაზიის არქტიკის გარე ოლქებში, აგრეთვე აფრიკაში. კავკასიასა და შუა აზიაში 80-ზე მეტი სახეობა იზრდება, საქართველოში — 12, მათგან 2 საქართველოს ენდემია, 4 — კავკასიისა.

იზრდება მშრალ და ქვიან ფერდობებზე. კატაპიტნა (Nepeta cataria) თაფლოვანი და ეთერზეთოვანი მცენარეა, იყენებენ პარფიუმერიაში; დიდყვავილა კატაპიტნა (Nepeta grandiflora) დეკორატიულია.

  • ქსე, ტ. 5, გვ. 433, თბ., 1980