კერნავე
კერნავე (ლიეტ. Kernavė) — ძველი ლიეტუველების დედაქალაქი თანამედროვე შირვინტოსის რაიონში, ვილნიუსიდან დასავლეთით 50 კმ-ში. მამასახლისთა ადმინისტრაციული ცენტრი, დღევანდელი მოსახლეობა შეადგენს - 307 ადამიანს (2001 წლის აღწერა).
XIII საუკუნეში კერნავე წარმოადგენდა მსხვილ ქალაქს, სადაც 5 ციხესიმაგრე იყო აშენებული. დღეისათვის კი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, ყოფილი ქალაქის ადგილას კი ცხოვრობს დაახლოებით 200 ადამიანი. ამის მიუხედავად, ეს დასახლება ტურისტებისათვის დღემდე მიმზიდველია. 2004 წელს კარნავე იუნესკომ შეიტანა მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში.
სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წერილობით წყაროებში სახელის პირველი ხსენება (ლივონიის გარითმულ ქრონიკებში) 1279 წელს ხდება. გვხვდება ვერსიები Kernowe (1279 წ.), Kernow (1365 წ.), კერნოვო (XVI საუკუნე), კერნოვ (1689 წ.). „კერნავე“ მომდინარეობს მდ. კიარნავეს სახელიდან, რომელიც მდინარე ვილიას (ნერისი) მარჯვენა შენაკადია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Reconstruction of piliakalniai დაარქივებული 2012-03-21 საიტზე Wayback Machine. (ლიტვური)
- Lithuanian description of piliakalnis (in pdf) (ლიტვური)
- Atlas of Piliakalniai in Lithuania დაარქივებული 2009-04-18 საიტზე Wayback Machine. (ლიტვური)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კერნავე“ ვიკისაწყობში.
- კერნავე სურათები Flickr-ზე
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1137 ინგლ. • რუს. • ფრ. |