კესარიოს ნაზიანზელი
იერსახე
კესარიოს ნაზიანზელი (ბერძ. Καισάριος Ναζιανζηνός; დაახ. 331 — 368 წ. შემდგომ) — ქრისტიანი წმინდანი, მოიხსენიებენ მართლამიდედებელ ეკლესიაშიც (9 მარტს ძვ. სტ.) და კათოლიკურ ეკლესიაშიც. გრიგოლ ღვთისმეტყველის ძმა.
კეარიოსი დაიბადა არიანზში, ნაზიანზის მახლობლად, კაპადოკიაში. მისი მშობლები იყვნენ ნაზიანზის ეპისკოპოსი გრიგოლი[1] და მართალი ნონა[2]. მიიღო სამედიცინო განათლება და მსახურობდა ექიმად იმპერატორ კონსტანციუს II-ს კარზე, შემდეგ კი კვესტორად ბითინიაში. 368 წელს სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მიწისძვრის დროს, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ასკეტური ცხოვრებისთვის მიეყო ხელი. კესარიოსის თხზულებები გამოქვეყნებულია Patrologia Graeca–ს 38–ე ტომში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Catholic Encyclopedia, "St. Caesarius of Nazianzus"
- McGuckin, John A. St. Gregory of Nazianzus: An Intellectual Biography. Crestwood, NY: 2001, St. Vladimir's Seminar Press. ISBN 0-88141-222-8
- Migne, J.P. (General Editor). Cursus Completus Patrologiae Graecae. 167 volumes. Paris: 1857-1866.
- Ekkart Sauser, "CÄSARIUS (Kaisarios) von Nazianz" in Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon vol. 16 (Herzberg, 1999. ISBN 3-88309-079-4) col. 251 (გერმანული)