შინაარსზე გადასვლა

კლივლენდის შოუ

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლივლენდის შოუ
The Cleveland Show

სერიალის ლოგო
ჟანრი ანიმაციური სიტკომი
ავტორი სეთ მაკფარლეინი
რიჩარდ ეპელი
მაიკ ჰენრი
გახმოვანება
თემის კომპოზიტორი უოლტერ მერფი
კომპოზიტორ(ებ)ი უოლტერ მერფი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 4
ეპიზოდი 88 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი სეთ მაკფარლეინი
რიჩარდ ეპელი
მაიკ ჰენრი
პროდიუსერ(ებ)ი კარა ველოუ
კორტნი ლილი
რედაქტორ(ებ)ი კირკ ბენსონი
ხანგრძლივობა 21–22 წუთი
კომპანია
დისტრიბუტორი 20th Television
ეთერი
ჩვენების ფორმატი 720p (16:9 HDTV)
აუდიო ფორმატი Dolby Digital 5.1
ეთერში 27 სექტემბერი, 2009 — 19 მაისი, 2013
დაკავშირებული შოუები გრიფინები
რესურსები ინტერნეტში

კლივლენდის შოუ (ინგლ. The Cleveland Show) — ამერიკული ანიმაციური სიტკომი, შექმნილი სეთ მაკფარლეინის, მაიკ ჰენრისა და რიჩარდ ეპელის მიერ 2009 წელს Fox Broadcasting Company-ისთვის. იგი წარმოადგენს სერიალ გრიფინების სპინ-ოფს. პრემიერა შედგა 2009 წლის 27 სექტემბერს.

სერიალის სიუჟეტი დაფუძნებულია გრიფინების მეორეხარისხოვან გმირ კლივლენდ ბრაუნზე და მის ოჯახზე, სადაც შედიან: დონა ტაბსი (დედა), კლივლენდ ბრაუნი უმცროსი (ვაჟი), რობერტა ტაბსი (ქალიშვილი) და რეილო ტაბსი (ვაჟიშვილი). გრიფინების მსგავსად, კლივლენდის შოუ სატირიული ხასიათისაა და ასახულია ამერიკული კულტურის ნაკლოვანებები. პერსონაჟებს ახმოვანებენ მსახიობები: მაიკ ჰენრი, სანა ლათანი, კევინ მაიკლ რიჩარდსონი, რიგან გომეს-პრესტონი, ჯეისონ სუდეკისი და სეთ მაკფარლეინი.

კლივლენდის შოუს შექმნის იდეა სეთ მაკფარლეინს ჯერ კიდევ 2007 წელს მოუვიდა, მაშინ როდესაც მუშაობდა ორ ანიმაციურ სერიალზე, გრიფინებსა და ამერიკელ მამიკოზე.[1][2]

პირველი ეპიზოდის დიდი წარმატების შემდეგ, Fox-მა სერიალისთვის ერთი სეზონის დათმობა გადაწყვიტა. 2010 წლის იანვარში კომპანიამ მეორე სეზონი შეუკვეთა, იმავე წლის სექტემბერში მესამე, ხოლო 2011 წლის მაისში მეოთხე. ბოლო ეპიზოდი გამოვიდა 2013 წლის 19 მაისს, მოგვიანებით კი შოუ დაბალი რეიტინგების გამო დაიხურა.[3] სერიალმა მიიღო ენის და პრაიმტაიმის ემის ჯილდოს თითო-თითო ნომინაცია და მოზარდთა არჩევანის ჯილდოს ორი ნომინაცია, თუმცა მოჰყვა შერეული შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო მიმოხილვების საიტ Metacritic-ზე ფლობს 100-დან 57 ქულას.[4]

სერიების მიმოხილვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი ეპიზოდები ორიგინალური არხი ტელესეზონები რანგი მაყურებელი
(მილიონებში)
პირველად გაეშვა უკანასკნელად გაეშვა
1 21 27 სექტემბერი, 2009 (2009-09-27) 23 მაისი, 2010 (2010-05-23) 2009–10 №. 72[5] 6.38[5]
2 22 26 სექტემბერი, 2010 (2010-09-26) 15 მაისი, 2011 (2011-05-15) 2010–11 №. 90[6] 6.12[6]
3 22 25 სექტემბერი, 2011 (2011-09-25) 20 მაისი, 2012 (2012-05-20) 2011–12 №. 144[7] 4.03[7]
4 23 7 ოქტომბერი, 2012 (2012-10-07) 19 მაისი, 2013 (2013-05-19) 2012–13 არ არის 3.05[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Breaking News – FOX Announces Fall Premiere Dates for the 2009–2010 Season. TheFutonCritic.com. დაარქივებულია 5 ივნისი, 2012.
  2. Fox Primetime დაარქივებული 2010-01-17 საიტზე Wayback Machine. . Fox Flash (27 სექტემბერი, 2009). დაარქივებულია 5 ივნისი, 2012.
  3. Hinckley, David. (13 მაისი, 2013) Fox announces 2013-14 fall schedule, which includes return of Kiefer Sutherland's '24'. NY Daily News. ციტირების თარიღი: 1 ივნისი, 2013.
  4. The Cleveland Show reviews at Metacritic.com. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-07. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2012.
  5. 5.0 5.1 Gorman, Bill. (16 ივნისი, 2010) Final 2009–10 Broadcast Primetime Show Average Viewership. TV By the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-20. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2010.
  6. 6.0 6.1 Gorman, Bill. (1 ივნისი, 2011) 2010–11 Season Broadcast Primetime Show Viewership Averages. TV By the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-20. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2010.
  7. 7.0 7.1 Gorman, Bill. (მაისი24, 2012) Complete List of 2011-12 Season TV Show Viewership: 'Sunday Night Football' Tops, Followed By 'American Idol,' 'NCIS' & 'Dancing With The Stars' - Ratings. TV By the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-30. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი, 2012.
  8. Andreeva, Nellie. (2011-05-27) Full 2012–2013 TV Season Series Rankings. Deadline. ციტირების თარიღი: 2011-05-28.