კონსტანტინ პიატსი
კონსტანტინ პიატსი | |
ესტონეთის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 აპრილი, 1938 – 21 ივნისი, 1940 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ლენარტ მერი (1992-დან) |
დაბადებული | 23 თებერვალი, 1874 პიარნუმაა, ესტონეთი |
გარდაცვლილი | 18 იანვარი, 1956 (81 წლის) კალინინგრადის ოლქი, რსფსრ |
პროფესია | ადვოკატი |
კონსტანტინ პიატსი (ესტ. Konstantin Päts; დ. 23 თებერვალი, 1874 — გ. 18 იანვარი, 1956) — ესტონეთის პირველი პრეზიდენტი.
დაიბადა მართლმადიდებელი ესტონელის იაკობ პიატსის ოჯახში. დედა ოლღა თუმანოვა წარმოშობით რუსი იყო. 1898 წელს დაამთავრა იურევის საიმპერატორო უნივერსიტეტის (თანამედროვე ტარტუს უნივერსიტეტი) იურიდიული ფაკულტეტი. მსახურობდა რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. 1906 წლიდან ემიგრაციაშია და ცხოვრობს შვეიცარიასა და ფინეთში. დაუსწრებლად მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი. 1909 წელს განაჩენის შეცვლის შემდეგ დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში და დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა.
1918 წელს გერმანელებმა დააპატიმრეს და ივლისიდან ნოემბრამდე იმყოფებოდა პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკში. ესტონეთში დაბრუნების შემდეგ, მალევე დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და თავდაცვის მინისტრად. 1921–1934 წლებში ხუთჯერ იქნა არჩეული სახელმწიფო უხუცესად.
1938 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. ხელისუფლება დაკარგა 1940 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ესტონეთის ანექსია. იგი დაპატიმრეს და ოჯახთან ერთად გადაასახლეს უფაში. 1952 წელს გამოაცხადეს მისი განაჩენი 25 წლით ტავისუფლების აღკვეთა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: |
ესტონეთის პრეზიდენტი 1938 – 1940 |
შემდეგი: ლენარტ მერი |