შინაარსზე გადასვლა

კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშ

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორეა 1910-დან 1945 წლამდე იაპონიის კოლონია იყო. ამ დროს მას არ გააჩნდა სუვერენიტეტი, ძალაუფლება ნახევარკუნძულზე ჰქონდა იაპონიის გენერალ-გუბერნატორს. კოლონიური პერიოდი გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით, თანამედროვე კორეული კულტურის აღმოჩენით[1], კორეული ინდუსტრიის საფუძვლების ფორმირებით[2]. ამავდროულად, ამ პერიოდის პირველ და ბოლო ათწლეულებში, კოლონიურმა ხელისუფლებამ გაატარა მკაცრი ავტორიტარული პოლიტიკა მოსახლეობის მიმართ და მთელი პერიოდის განმავლობაში კორეელები დისკრიმინაციას განიცდიდნენ.

კოლონიზაციის პერიონი მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ დასრულდა.

იაპონიაში ამ პერიოდის აღსაწერად იყენებენ შემდეგ სახელწოდებას - „იაპონური მმართველობის ეპოქა კორეაში“, ხოლო კორეაში ამ ეტაპს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. მათ შორისაა:

  • 일제시대 - იაპონური იმპერიის პერიოდი;
  • 식민지 시대 - კოლონიზაციის პერიოდი;
  • 일제 강점기 - იაპონიის იძულებითი ოკუპაციის პერიოდი;
  • 일본 통치 시대 - იაპონური მმართველობის პერიოდი.

ცენტრალური ადმინისტრაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიზაციის პერიოდში უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება იაპონელ გენერალ-გუბერნატორს ეკუთვნოდა. მას ნიშნავდნენ ტოკიოდან. 1919 წლამდე ამ თანამდებობის დაკავება შეეძლო მხოლოდ სამხედრო პირს, ხოლო 1919-დან სამოქალაქო წარმომადგენელსაც. რეალურად კი თანამდებობაზე მხოლოდ ერთი გენერალ-გუბერნატორი, საიტო მაკოტო, არ იყო სამხედრო პირი.

უმაღლეს საკანონმდებლო აქტად კორეაში გენერალ-გუბერნატორის განკარგულება იყო.

გენერალ-გუბერნატორთან ერეთად ფუნქციონირებდა ადმინისტრაციული აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალური ინსპექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას ახორციელებდა. ორჯერ ამ უწყების რეორგანიზების საფრთხეც დადგა - 1919 და 1943 წლებში.

ამას გარდა, მთელი კოლონიალიზმის პერიოდში, კორეაში ფუნქციონირებდა მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრებიც იყვნენ ცნობილი და გავლენიანი კორეელები. ამასთან, მრჩეველთა საბჭოს მხოლოდ კანონგამხილველი უფლებამოსილება ჰქონდა და რეალურ გავლენას არ ახდენდა პოლიტიკაზე.

ადგილობრივი ადმნისტრაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეტი პროვინციის სათავეში იდგა გუბერნატორი, რომელიც გენერალ-გუბერნატორის დაქვემდებარებაში იყო და რომელსაც იაპონიის მთავრობა ნიშნავდა. გუბერნატორებად იყვნენ როგორც იპონელები, ასევე კორეელები[3].

1920 წლიდან კორეაში შემოვიდა შეზღუდული თვითმმართველობა, პროვინციულ, საქალაქო, საოლქო, რაიონულ და სოფლის დონეზე. 1931 წლისთვის თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებები გაიზარდა.

სასამართლო ხელისფულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიზებულ კორეაში არსებობდა სამი საფეხურის სასამართლო: ადგილობრივი, სააპელაციო და უზენაესი. თავიდან საქმე განიხილებოდა ადგილობრივ სასამართლოში, რომელსაც, ჩვეულებრივ, ერთ მოსამართლე განიხილავდა, თუმცა თუ სამოქალაქო დავის საგანი 1000 იენზე მეტი იყო, მოსამართლეთა რიცხვი სამამდე იზრდებოდა. ადგილობრივი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელი იყო სამ სააპელაციო სასამართოში, რომელთა გადაწყვეტილებების გასაჩივრება თავისმხრივ კორეის უზენაეს სასამართლოში იყო შესაძლებელი. სააპელაციო სასამართლოს კოლეგია სამი მოსამართლისგან შედგებოდა, ხოლო უზენაესის - ხუთი. მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა ეთნიკურად კორეელი იყო.

კორეაში არსებობდა სამი ოფიციალურად აღიარებული რელიგია: შინტოიზმი, ბუდიზმი და ქრისტიანობა.

შინტოიზმი იაპონური იმპერიის ოფიციალური რელიგია იყო, ამიტომაც კოლონისტურმა მთავრობამ ხელი შეუწყო კორეელების შინტოიზმზე მოქცევას. ქვეყანაში ააშენეს შინტოს სალოცავები, რომელთაგან ერთ-ერთი იყო კორეული შინტოისტური სალოცავი სეულში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Economic History of Korea
  2. 이기양. 노인에 대한 상담심리학적 이해. ციტირების თარიღი: 2015-08-16.[მკვდარი ბმული]
  3. 朝鮮総督府. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-30. ციტირების თარიღი: 2010-12-25.