კრისტენ ბელი
კრისტენ ბელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 ივლისი, 1980 დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ეთნიკურად | პოლონელი, გერმანელი, შოტლანდიელი, ირლანდიელი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1992-დღემდე |
მეუღლე(ები) | დაქს შეფარდი |
შვილ(ებ)ი | 2 |
კრისტენ ბელი (ინგლ. Kristen Bell; დ. 18 ივლისი, 1980, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ[1]) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა ისეთი როლების შესრულებით, როგორებიცაა: კიკი ფილმებიდან „ცუდი დედები“ და „ცუდი დედების შობა“, კლარა როულინგი ფილმში „ბოსი“, ელიზაბეთ ენ მარტინი ფილმში „ერთხელ რომში“ და ა.შ.
ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრისტენ ბელი დაიბადა 1980 წლის 18 ივლისს დეტროიტში, მიჩიგანის შტატში. იგი ლას-ვეგასის ახალი ამბების წამყვან ტომ ბელისა და მისი ცოლის, ექთან ლორელი ბელის (ქალიშვილობის გვარია ფრიჯერი)[1][2]. როდესაც იგი ორი წლის იყო მისი მშობლები განქორწინდნენ, რის შემდეგაც მამამისის მეორე ქორწინებიდან მას ორი ნახევარ-და შეეძინა. მას ასევე ჰყავს ორი ნახევარ-და და ორი ნახევარ-ძმა დედის მეორე ქორწინებიდან. დედამისი წარმოშობით პოლონელია, ხოლო მამამისი არის გერმანული, შოტლანდიური და ირლანდიური წარმომავლობის[3].
შირინის კათოლიკური სკოლის დამთავრების შემდეგ კრისტენმა სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში განაგრძო[4].
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრისტენ ბელის სამსახიობო დებიუტი 1998 წელს შედგა თინეიჯერი გოგონას როლით ფილმში „პოლონური ქორწილი“. შემდგომი წლების განმავლობაში იგი მრავალ ფილმსა და სერიალში გადაიღეს პატარა და ეპიზოდურ როლებზე.
2004 წელს სერიალში „ვერონიკა მარსი“ დაამტკიცეს მთავარ, ვერონიკა მარსის როლზე. ამ როლს იგი 2007 წლამდე ასრულებდა. მისი გადაღებების დასრულების შემდეგ, 2007 წელსვე იგი ერთ-ერთ მთავარ როლზე აიყვანეს სერიალში „ჭორიკანა“, რომელშიც 2012 წლამდე თამაშობდა.
სხვადასხვა პერიოდში მას გახმოვანებული აქვს ისეთი ანიმაციური ფილმები და სერიალები, როგორებიცაა: „ასტრო ბიჭი“, „გაყინული“ (ახმოვანებს პრინცესა ანას), „გაყინული2“, „ზოოტოპია“ (ახმოვანებს პრისცილას), „რალფმა ინტერნეტი გააფუჭა“, „სიმფსონები“ და ა.შ.
2010 წელს ფილმში „ერთხელ რომში“ შეასრულა ელიზაბეთ ენ მარტინის როლი[5]. 2017 წელს ფილმში „როგორ გავხდეთ ლათინოსი საყვარელი“ მოირგო სინდის როლი. 2016 წელს ფილმში „ცუდი დედები“ შესრულებული კიკის მთავარი როლი. მომდევნო 2017 წელს ამას მოჰყვა ფილმში „ცუდი დედების შობა“ შესრულებული ისევ კიკის როლი[6]. 2018-2019 წლებში ხუთ სერიალში მან საკუთარი თავის როლი შეასრულა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წელს კრისტენმა დაასრულა ხუთწლიანი ურთიერთობა თავის საქმრო კევინ მანთან[7]. მათი დაშორების მიზეზი კრისტენის მონოგამიური და კევინის პოლიგამიური შეხედულებები გახდა[8].
2007 წელსვე მან ახალი ურთიერთობა დაიწყო მსახიობ დაქს შეფარდთან, რომელიც ასევე დეტროიტელია. 2010 წლის იანვარში წყვილი დაინიშნა[9], რასაც 2013 წლის 6 ოქტომბერს ქორწილი მოჰყვა[10]. კრისტენსა და დაქსს ორი ქალიშვილი ჰყავთ: პირველი 2013 წელს დაიბადა[11], ხოლო მეორე 2014 წელს[12].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 "Kristen Bell". People. Archived from the original on June 2, 2013. Retrieved June 26, 2013.
- ↑ McClary, Marianne; Lopez, Tony; Bell, Kristen (September 10, 2017)."Actress Kristen Bell Reaching Out to Help Those Affected by Hurricane Irma" (Includes video interview). CBS Sacramento.
- ↑ Stated on The Tonight Show with Jay Leno, September 18, 2008
- ↑ "Kristen Bell". Ask Men. Archived from the original on August 23, 2008. Retrieved January 2, 2007.
- ↑ Fleming, Michael (February 10, 2008). "Bell to star in 'When in Rome'". Variety. Archived from the original on February 12, 2008. Retrieved February 11, 2008.
- ↑ McNary, Dave (June 28, 2017). "'Bad Moms Christmas' Trailer: Mila Kunis, Kathryn Hahn, Kristen Bell Stress Out (Watch)". Variety. Retrieved June 29, 2017.
- ↑ Donnelly, Matt (February 1, 2010). http://latimesblogs.latimes.com/gossip/2010/02/kristen-bell-dax-shepard-engaged-.html. Los Angeles Times. Los Angeles, California: Tronc. Archived from the original on May 6, 2014. Retrieved April 23, 2014.
- ↑ Bell, Kristen (January 2008). "Kristen Bell in Complex Magazine". Complex (Interview). Interviewed by Tim Leong. Retrieved January 2, 2008.
- ↑ "Exclusive: Kristen Bell Is Engaged to Dax Shepard!". Us Magazine. January 31, 2010. Archived from the original on February 3, 2010. Retrieved February 1, 2010.
- ↑ "Dax Shepard and Kristen Bell Welcome Daughter Lincoln". People. March 28, 2013. Archived from the original on March 28, 2013. Retrieved March 29, 2013.
- ↑ "Dax Shepard and Kristen Bell Welcome Daughter Lincoln". People. March 28, 2013. Archived from the original on March 28, 2013. Retrieved March 29, 2013.
- ↑ "Dax Shepard and Kristen Bell Welcome Daughter Delta". People. December 19, 2014. Archived from the original on December 20, 2014. Retrieved December 19, 2014.