კრონშნეპი
იერსახე
კრონშნეპი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დიდი კრონშნეპი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Numenius | ||||||||||||
|
კრონშნეპი (Numenius), ფრინველების გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ტანად საშუალო და დიდი ფრინველებია. აქვთ ქვემოთკენ მოხრილი გრძელი ნისკარტი და მაღალი ფეხები. ბინადრობენ ჭაობებში. ბუდეს იკეთებენ მიწაზე. დებენ 4 კვერცხს. იკვებებიან ჭიებით, ნაირგვარი მწერებითა და მათი მატლებით, რბილტანიანებით და სხვა უხერხემლოებით, ზოგჯერ თავკომბალებითაც. გვარში 7 სახეობაა, ამათგან საქართველოს ფარგლებში გვხვდება 3 სახეობა მხოლოდ მიმოფრენისას: დიდი კრონშნეპი (Numenius arquata), საშუალო კრონშნეპი (Numenius phaeopus) და მცირე კრონშნეპი (Numenius tenuirostris). კრონშნეპი სპორტული ნადირობის ობიექტია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუტუბიძე მ., ქსე, ტ. 6, გვ. 41, თბ., 1983