კუ ნინძები
კუ ნინძები | |
---|---|
კუ ნინძები #1 | |
გამომცემელი | Mirage Studios [1] |
პირველი გამოჩენა |
კუ ნინძები #1 (მაისი 1984) |
შემქმნელი |
კევინ ისტმენი პიტერ ლერდი |
სიუჟეტური ინფორმაცია | |
ბაზა | მანჰეტენი |
წევრები |
ლეონარდო მიქელანჯელო დონატელო რაფაელი |
კუ ნინძები (ინგლ. Teenage Mutant Ninja Turtles, TMNT) — ოთხი გამოგონილი პერსონაჟი, ანთროპომორფული კუები, რომლებმაც სენსეი სპლინტერის დახმარებით შეისწავლეს აღმოსავლური ორთაბრძოლები. სიუჟეტის მიხედვით, ისინი ცხოვრობენ ნიუ-იორკის კანალიზაციაში და ებრძვიან სხვადასხვა კრიმინალსა თუ უცხო დამპყრობელს.
თავდაპირველად პერსონაჟები გამოჩნდნენ კომიქსების სერიაში, შემდეგ კი გადაინაცვლეს ანიმაციურ სერიალებში, წიგნებში, ვიდეო თამაშებში, ფილმებსა და სხვა პროდუქციაში.[2].
პროექტის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად კუ ნინძები გამოჩნდნენ კომიქსის ფურცლებზე, რომელიც 1984 წელს გამოსცა კომპანიამ Mirage Studios. კუ ნინძები მოიგონა ორმა მეგობარმა, კევინ ისტმენმა და პიტერ ლერდმა. ისინი ერთად ხატავდნენ სასაცილო კომიქსებს და, საბოლოოდ, ისტმენის ბიძისგან ნასესხები ფულით, თავად გამოსცეს კომიქსის პირველი ნომერი, რომელიც უნდა ყოფილიყო რამდენიმე ცნობილი კომიქსის პაროდია.
კუ ნინძების წარმატება უზრუნველყო ლიცენზირების აგენტმა, რომელმაც შესთავაზა ორ ავტორს პერსონაჟებთან დაკავშირებული პროდუქციის გამოშვება. 1988 წლის იანვარში გაყიდვაში გამოვიდა ამ პერსონაჟების სათამაშოები. ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა.
ამჟამად კუ ნინძებით დაინტერესება კვლავ აქტუალურია, რასაც ხელი შეუწყო ახალმა ტელესერიალმა, ფიგურების ახალმა სერიამ, კომპიუტერულმა თამაშმა და 2007 წელს გამოსულმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა ამ გმირებზე.
მთავარი პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეონარდო (ინგლ. Leonardo) — კუ ნინძების არაფორმალური ლიდერი, მამაცი და ერთგული არსება. ატარებს ლურჯ ნიღაბს და ფლობს ხმალს.
- რაფაელი (ინგლ. Raphael) — ადრინდელ კომიქსებში გამოსახული იყო, როგორც აგრესიული და ეჭვიანი ნინძა, რომელსაც არ მოსწონდა, რომ ლეონარდო ლიდერობდა. შემდგომში მისი ხასიათი შეიცვალა და იგი ფილოსოფოსად და იუმორის მქონე არსებად იქცა. ატარებს წითელ ნიღაბს, იარაღად კი იყენებს ორ პატარა ხმალს.
- მიქელანჯელო (ინგლ. Michelangelo) — მხიარული და უღიმღამო არსება, რომელსაც უყვარს კომიქსები, პიცა, სკეიტბორდი. საყვარელი ფრაზაა კავაბანგა!. ატარებს ნარინჯისფერ ნიღაბს და ფლობს ნუნჩაკებს.
- დონატელო (ინგლ. Donatello) — მოყვარული მეცნიერი, გამომგონებელი, მკვლევარი და მოაზროვნე. ყველაზე ნაკლებად აგრესიული კუ, რომელიც ატარებს იასამნისფერ ნიღაბს და ფლობს ჭოკით ბრძოლას.
- სპლინტერი (ინგლ. Splinter) — სენსეი, კუ ნინძების მასწავლებელი, რომელმაც გაზარდა და გაწვრთნა ისინი. სხვადასხვა ვერსიებში მას სხვადასხვა ბედი აქვს: იგი არის როგორც ჰამატო იოშის ვირთხა, რომელიც იქცა მუტანტად, ასევე თავად ჰამატო იოში, რომელიც თავისთავად იქცა მუტანტად.
- ეიპრილ ო'ნილი (ინგლ. April O'Neil) — მეექვსე არხის ჟურნალისტი, კუ ნინძების მეგობარი გოგონა. უკანასკნელ სერიალში იგი მუშაობდა ბაქსტერ სტოკმანთან და გადარჩენილი იქნა კუ ნინძების მიერ.
- კეისი ჯონსი (ინგლ. Casey Jones) — მარტოხელა გმირი, რომელიც კუ ნინძების მეგობარია. ბრძოლისას იყენებს სპორტულ იარაღებს. ატარებს ჰოკეისტი მეკარის ნიღაბს და მალავს სახეს.
- შრედერი (ინგლ. Shredder) — ბოროტი ოსტატი-ნინძა, კუ ნინძებისა და სპლინტერის მტერი. კომიქსებსა და ფილმის პირველ სერიაში იგი არის ჰამატო იოშის მკვლელი, მულტსერიალში მის მიერ კანალიზაციაში შეცდომით გადაგდებული მუტაგენის გამო კუ ნინძები და სპლინტერი იქცევიან მუტანტებად. 2003 წლის ანიმაციურ სერიალში იგი მხოლოდ დილაობით არის ბოროტი.
- კარაი — ტერფის კლანის ქალი-წევრი, რომელიც რამდენიმე კომიქსის, ანიმაციური და მხატვრული ფილმის, აგრეთვე ვიდეო თამაშის პერსონაჟია. სხვადასხვა ვერსიაში იგი არის შრედერის აყვანილი შვილი ან ბიოლოგიური შვილიშვილი. იგი ლეონარდოს დიდი მეტოქეა და მათი გადაკვეთა ხოლმე რომანტიკულ ხასიათსაც ატარებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Heroes in a Half Shell Turn the Big 2–5“. The New York Times. 2009-04-20. ციტირების თარიღი: 2010-11-09.
- ↑ Greenberg, Harvey R. (1990-04-15). „Just How Powerful Are Those Turtles?“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2010-08-07.
|