ლეონიდ კურავლიოვი
ლეონიდ კურავლიოვი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Леонид Вячеславович Куравлёв |
დაბადების თარიღი |
8 ოქტომბერი, 1936 მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
30 იანვარი, 2022 (85 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა |
სსრკ → რუსეთი |
ალმა-მატერი | სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1958 – 2015 |
ჯილდოები |
ლეონიდ ვიაჩესლავის ძე კურავლიოვი (რუს. Леонид Вячеславович Куравлёв; დ. 8 ოქტომბერი, 1936, მოსკოვი — გ. 30 იანვარი, 2022, იქვე) — რუსი მსახიობი. რსფსრ სახალხო არტისტი (1977).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960 წელს დაამთავრა სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (ბ. ვ. ბიბიკოვის სახელოსნო). 1960–1992 წლებში მოღვაწეობდა კინომსახიობის სახელმწიფო თეატრში (მოსკოვი). კინოში იყო 1958 წლიდან.
2022 წლის 10 იანვარს პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს საავადმყოფოში, თუმცა COVID-19-ის ტესტები უარყოფითი აღმოჩნდა. 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლეონიდ კურავლიოვი საავადმყოფოდან ჰოსპისში გადაიყვანეს. გარდაიცვალა 30 იანვარს, 85 წლის ასაკში.[1]
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი წარმატება მოუტანა ვასილი შუქშინის ფილმებში შესრულებულმა როლებმა: პაშკა კოლოკოლნიკოვი („ცხოვრობს ასეთი ყმაწვილი“, «Живёт такой парень»), სტეპან ვოევოდინი („თქვენ ვაჟი და ძმა“ «Ваш сын и брат»). კურავლიოვის მიერ შექმნილი ხასიათები ადვილად საცნობი და არაერთმნიშვნელობიანია, როლის ნახატი გამოირჩევა დახვეწილი დამუშავებით. მსახიობს ახასიათებდა რბილი, ელფერებით მდიდარი შესრულების მანერა.[2]
საუკეთესო როლებს შორისაა: ხომა ბრუტი („ვიი“, «Вий»), შურა ბალაგანოვი („ოქროს ხბო“, «Золотой телёнок»), არკადი („დასაწყისი“, «Начало»), მილოსლავსკი („ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, «Иван Васильевич меняет профессию»), აფონია („აფონია“, «Афоня»). აგრეთვე გადაღებულია ფილმებში: „რობინზონ კრუზოს ცხოვრება და საოცარი თავგადასავლები“ («Жизнь и удивительные приключения Робинзона Крузо»), „არ შეიძლება იყოს!“ («Не может быть!), „გლეხი ქალიშვილი“ («Барышня-крестьянка»), „ციმბირელი დალაქი“, («Сибирский цирюльник»), „თურქული გამბიტი“ («Турецкий гамбит») და სხვ.; ტელეფილმებში: კარუსელი («Карусель»), „ეძებეთ ქალი“ («Ищите женщину»); ტელესერიალებში: „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ («Семнадцать мгновений весны»), „შეხვედრების ადგილის შეცვლა არ შეიძლება“ («Место встречи изменить нельзя»), „დამსხვრეულ ფანართა ქუჩები“ («Улицы разбитых фонарей») და სხვ.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლეონიდ კურავლიოვი“ ვიკისაწყობში.
- ლეონიდ კურავლიოვი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ლეონიდ კურავლიოვი — Кинопоиск (რუსული)
- ლეონიდ კურავლიოვი — AllMovie (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „გარდაიცვალა ლეონიდ კურავლიოვი - საბჭოთა და რუსული კინოს პოპულარული მსახიობი“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 Куравлёв Леонид Вячеславович // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 372.
- IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- დაბადებული 8 ოქტომბერი
- დაბადებული 1936
- მოსკოვში დაბადებულები
- გარდაცვლილი 30 იანვარი
- გარდაცვლილი 2022
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რუსი მსახიობები
- საბჭოთა მსახიობები
- XX საუკუნის მამაკაცი მსახიობები
- XXI საუკუნის მამაკაცი მსახიობები
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის დამსახურებული არტისტები
- ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალულები