შინაარსზე გადასვლა

ლეხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეხი
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
გერმანიის დროშა გერმანია
სათავე ლეხტალის ალპები
47°10′25″ ჩ. გ. 10°00′14″ ა. გ. / 47.17361° ჩ. გ. 10.00389° ა. გ. / 47.17361; 10.00389
სიგრძე 264 კმ
აუზის ფართობი 4,126 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ლეხი ვიკისაწყობში

ლეხი (გერმ. Lech) — მდინარე ავსტრიასა და გერმანიაში. დუნაის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 264 კმ, აუზის ფართობი 4,126 კმ². სათავე აქვს ლეხტალის ალპების ჩრდილოეთ-დასავლეთ ფერდობზე. ზემო დინებაში მიედინება ავსტრიის ტერიტორიაზე ღრმა და ვიწრო ხეობაში, მოქცეულია ალგეისა და ლეხტალის ალპებს შორის. გერმანიაში შემოსვლისას კვეთს შვაბია-ბავარიის პლატოს. შუა დინებაში მდინარის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი ლანდსბერგი, ხოლო ქვემო დინებაში — ქალაქი აუგსბურგია. ხე-ტყის დაცურება.

278 წელს რომის იმპერატორმა პრობუსმა მდინარის სიახლოვეს ბრძოლაში დაამარცხა ბურგუნდები და ვანდალები, რომლებიც თავს ესხმოდნენ რომის პროვინცია რეციას. 995 წლის აგვისტოში აუგსბურგის სიახლოვეს გერმანიის მეფემ ოტო I-მა ეგრეთ წოდებულ ლეხის ბრძოლაში გაანადგურა ნომადები-უნგრელები. 1632 წლის აპრილში რაინის ბრძოლაში შვედეთის მეფემ გუსტავ II ადოლფმა დაამარცხა და სასიკვდილოდ დაჭრა იოჰან ცარკლას ტილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]