შინაარსზე გადასვლა

ლიბიის სამზარეულო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბიის რუქა
ლიბიის რუქა

ლიბიის სამზარეულოს (المطبخ الليبي ბევრი საერთო აქვს და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს ტრადიციებთან. ლიბიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბაზინი უსაფუარო პური, რომელსაც ამზადებენ ქერით, წყლით და მარილით.[1] ქერის ფქვილის წყალში ხარშავენ და შემდეგ ცომის მისაღებად ურევენ სპეციალურად ამ კერძისათვის დამზადებული ჯოხით, რომელსაც მაღრაფს უწოდებენ.[2] აკრძალულია ღორის მოხმარება შარიათის, ისლამის რელიგიური კანონების შესაბამისად. ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში განსაკუთრებით იგრძნობა იტალიური სამზარეულოს გავლენა.. გავრცელებულია მაკარონისა და ზღვის პროდუქტების კერძები. სამხრეთ ლიბიის სამზარეულო უფრო ტრადიციულად არაბული და ბერბერულია. ჩვეულებრივ ხილსა და ბოსტნეულში შედის ლეღვი, ფინიკი, ფორთოხალი, გარგარი და ზეთისხილი.

პროდუქტები და კერძები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბიის ტრადიციულ საკვებს აქვს ოთხი მთავარი ინგრედიენტი: ზეთისხილი (და ზეითუნის ზეთი), ფინიკის პალმა, მარცვლეული და რძე. ამ უძველესი საკვების გამოყენება ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან იწყება, როდესაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს მოსავლის აღება და გარემოდან ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება. მარცვლეულს ხალავენ, ფქვავენ ცრიან და პურის, ნამცხვრების, სუპების, აუზის და სხვა ცომის კერძების დასამზადებლად იყენებენ. ფინიკის მოსავლის აღება, გამოშრობა და შენახვა ხდება წლის ბოლომდე; მათი მირთმევა შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი სახით, ასევე სიროფში მოხარშვა, ან მსუბუქად მოხალვა და "ბსისით" ან რძით მირთმევა. ეს ტრადიციული და გემრიელი საუზმე ძალიან გავრცელებული იყო ქვეყანაში ბოლო დრომდე, როდესაც მრავალი ტრადიციული კერძი და პროდუქტი ჩაანაცვლა თანამედროვე , ნაკლებად ჯანსაღმა, ცხიმებით მდიდარი საკვებმა. [3]

ლიბიური ბაზინი
ლიბიური ბაზინი

ლიბიის სამზარეულო უხვად იყენებს ცხარე სანელებლებს.ბაზინი არის ჩვეულებრივი ლიბიური კერძი, რომელიც მზადდება ქერის ფქვილისა და მცირე რაოდენობით ხორბლის ფქვილისგან, რომელსაც ადუღებენ მარილიან წყალში მაგარი ცომის დასამზადებლად, შემდეგ კერძის შუაში მომრგვალებულ, გლუვ გუმბათს ათავსებენ. კერძის ირგვლივ სოუსი მზადდება შემწვარი ცხვრის ხორცით, დაჭრილი ხახვით, კურკუმას, მარილის, კაიენის წიწაკის, შავი პილპილის, ფენუხის, პაპრიკას და ტომატის პასტის დამატებით. ასევე შესაძლებელია კარტოფილის დამატება. ბოლოს, ადუღებენ რამდენიმე კვერცხს და ირგვლივ ალაგებენ. კერძს მიირთმევენ ლიმნით და დამწნილებული ჩილის წიწაკით, რომელიც ამსიარის სახელით არის ცნობილი. ბატატა მუბატტანა ( კარტოფილი გარნირით) კიდევ ერთი პოპულარული კერძია. შემწვარი კარტოფილის ნაჭრებს შიგთავსად უკეთებენ სანელებლებით შეზავებულ ფარშირებულ ხორცს, რთავენ კვერცხითა და პურის სუხარით.

პოპულარული კერძია ' მბეკბა- უნიკალური ლიბიური წვნიანი მაკარონით ან სპაგეტით. მაკარონის მოხარშვის ევროპული მეთოდისაგან განსხვავებით, ლიბიელები მაკარონს ადუღებენ სოუსით, რაც მაკარონს ნამდვილ არომატს უმატებს. მისი დამზადება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მაკარონით. უმარტივესი კერძის მომზადებაში იგულისხმება ხახვის შეწვა ზეთში, პომიდვრის, ჩილის, კურკუმას დამატებით. შემდეგ სოუსს უმატებენ ცხვრის ნაჭრებს, მუხუდოს, ნიორსს ზეითუნის ზეთს, ლიმონს და პურის ქერქს. ასევე შესაძლებელია სხვა ბოსტნეულის დამატება, როგორიცაა გოგრა, კარტოფილი და მწვანე წიწაკა.

პოპულარული ლიბიური კერძი - მებაკბაკა
პოპულარული ლიბიური კერძი - მებაკბაკა

ასევე პოპულარული კერძებია:

ლიბიური კუსკუსი
ლიბიური კუსკუსი
ასიდა
ასიდა
  • ასიდა — კერძი, რომელიც შედგება მოხარშული ხორბლის ფქვილის ცომისგან, ზოგჯერ მას უმატებენ კარაქსა და თაფლს.
  • პური — ბრტყელი პურის, ტორტილების ჩათვლით.
  • ბურექი — საკონდიტრო ნაწარმის სახეობა.
  • კუსკუსი — ჩრდილოეთ აფრიკული კერძი.
  • ფილტელ ჩუმა ან მასირი — ტკბილი სოუსი, რომელიც მზადდება ცხარე წიწაკისა და ნიორისაგან სიტკბოს დამატებით.
  • ღრეიბა —კარაქის ორცხობილები.[3]
  • ჰარისა — ცხელი ჩილის სოუსი, რომელსაც ჩვეულებრივ მიირთმევენ ჩრდილოეთ აფრიკაში. ძირითადი ინგრედიენტებია: ჩილის წიწაკაკის სახეობები, როგორიცაა ჩილი ჩიტის თვალი, სერანოს წიწაკა და სანელებლები: ნიორის პასტა, ქინძი, წითელი ჩილის ფხვნილი, კარავაი (მერიდიანის ცერეცო) და ზეითუნის ზეთი.[4]
  • ჰასაა — გრეის (სოუსის) სახეობა
  • მაგრუდი — ორცხობილები ფინიკით. მალბია-ბრინჯის პუდინგის სახეობა.
  • ცხვრის ხორცი.
  • რუბი — მუქი ყავისფერი, ძალიან ტკბილი სიროფი, რომელიც მოპოვებულია ფინიკიდან ან კარობიდან, რომელიც ფართოდ გამოიყენება ლიბიაში, ჩვეულებრივ „ასიდასთან“ ერთად.
  • შაკშოუკა — მზადდება მოზრდილი ცხვრის ხორცისაგან. ივლება ტრადიციულ საუზმედ.
  • შორბა — ცხვრისა და ბოსტნეულის წვნიანი პიტნით და ტომატის პასტით
  • ტაჯინი — სანელებლებით მომზადებული ცხვრის ხორცი პომიდვრისა და წიწაკის სოუსით.
  • უსბანი — ტრადიციული ლიბიური ძეხვი

დესერტები და სასმელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიბიური ჩაი არაქისით
ლიბიური ჩაი არაქისით
  • მაქროუდი
  • ღურიბა
  • მააკროუნი
  • დრუა-ფეტვისაგან დამზადებული ლიბიური სასმელი
  • მაფრუკა
  • ქუნაფა
  • ცივი ნამცხვარი ან ტირამისუ
  • მჰალბია
  • ლიბიური ჩაი -ლიბიური ჩაი არის სქელი სასმელი, რომელსაც მიირთმევენ პატარა ჭიქაში ხშირად არაქისთან ერთად.პოპულარულია სხვადასხვა სახეობის ყავა, მათ შორის "Nescafé" .ასევე მოიხმარენ გამაგრილებელი სასმელება და ჩამოსასხმელ წყალს. მაღრიბის პიტნის ჩაი ასევე პოპულარული სასმელია. ლიბიაში აკრძალულია ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი 1969 წლიდან, შარიათის, ისლამის რელიგიური კანონების შესაბამისად. ამასთან, შავ ბაზარზე არალეგალურად შემოტანილი ალკოჰოლი არსებობს, ასევე თვითნაკეთი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც ბოხას უწოდებენ და ხშირად მიირთმევენ გამაგრილებელ სასმელებთან ერთად. [5]
  1. Rozario, P. (2004). Libya. Countries of the world. Gareth Stevens Pub. p. 40. ISBN 978-0-8368-3111-5.[მკვდარი ბმული]
  2. Davidson, A.; Jaine, T.; Davidson, J.; Saberi, H. (2006). The Oxford Companion to Food. Oxford Companions. OUP Oxford. p. 1356. ISBN 978-0-19-101825-1.[მკვდარი ბმული]
  3. 3.0 3.1 Libyan Food and the main dishes.
  4. Maloufshomt, Greg (2008). Artichoke to Za'atar: Modern Middle Eastern Food. U of California P. p. 70. ISBN 978-0-520-25413-8.[მკვდარი ბმული]
  5. Olivesi, Marine. "Libyans risk poisoning for a sip of illegal hooch in their dry nation". Public Radio International. Retrieved 30 January 2020.