ლისაბონის ალყა — სამხედრო კონფლიქტი ესპანური რეკონკისტის დროს, რის შედეგადაც ლისაბონი საბოლოოდ განთავისუფლდა მავრი დამპყრობლებისგან და მასზე აღდგა პორტუგალიელთა კონტროლი. მიმდინარეობდა 1147 წლის 1 ივლისიდან25 ოქტომბრამდე. ჰელმოლდის თქმით „ეს იყო პილიგრიმთა არმიის ერთადერთი უნივერსალური წარმატებული ოპერაცია“, იგულისხმება მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა.[1] არსებობს მოსაზრებები, რომლებიც ამ ბრძოლას ჯვაროსნულ ლაშქრობებს არ უკავშირებენ.[2] ლისაბონის ალყა რეკონკისტის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა იყო.
ედესის დაცემის შემდეგ (1144), პაპმა ევგენი III-მ 1145 და 1146 წელს ევროპელებს მოუწოდა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისკენ. ხოლო 1147 წელს მან ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო იბერიის ნახევარკუნძულზე. მავრების წინააღმდეგ გაილაშქრა ალფონსო VII-მაც. 1147 წლის მაისშიინგლისის ქალაქ დართმუთი დატოვეს ჯვაროსნებმა, რომლებიც აპირებდნენ წმინდა მიწისკენ წასვლას, მაგრამ ცუდმა ამინდმა მათ აიძულა ქალაქ პორტუსთვის შეეფარებინათ თავი (1147 წლის 16 ივნისი). იქ ისინი აპირებდნენ ალფონსო I-თან შეხვედრას.
ჯვაროსნები და პორტუგალიელები შეთანხმდნენ ერთიან ძალებით შეეტიათ ლისაბონისთვის. საზეიმოდ დადებული ხელშეკრულების თანახმად ჯვაროსნებს ქალაქის აღების შემდეგ შეეძლოთ მისი გაძარცვა და დატყვევებულების გამოსასყიდის აღება. ალყა დაიწყო 1 ივლისს. ოთხი თვის შემდეგ, შიმშილისგან დაუძლურებული ქალაქი ქრისტიანებს დანებდა. ბევრი ჯვაროსანი დასახლდა ახლადდაპყრობილ ქალაქში, უმრავლესობამ გზა გააგრძელა წმინდა მიწისკენ. ლისაბონი საბოლოოდ 1255 წელს გახდა პორტუგალიის დედაქალაქი.
L. Wheeler, C. Opello, Douglas, Walter (2010). Historical Dictionary of Portugal. Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-6088-9.
Runciman, Steven (1952). A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East, 1100–1187. New York: Cambridge University Press.
↑C. W. David, "The Authorship of the De Expugnatione Lyxbonensi", Speculum, 7:1 (1932), 50, citing Helmold's Chronica Slavorum in Monumenta Germaniae Historica, Scriptores, 11, 58: Hoc solum prospere cessit de universo opere, quod peregrinus patravit exercitus.