ლუდვიგ ბოლცმანი
ლუდვიგ ბოლცმანი (გერმ. Ludwig Eduard Boltzmann; დ. 20 თებერვალი, 1844, ვენა — გ. 5 სექტემბერი, 1906, დუინო, ტრიესტის მახლობლად) — ავსტრიელი ფიზიკოსი, სტატისტიკური ფიზიკისა და ფიზიკური კინეტიკის ერთ-ერთი დამაარსებელი. ვენის მეცნიერებათა აკადემიის (1895) და მსოფლიოს მრავალი აკადემიის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1866 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი, 1867 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. 1869-1873 წლებში იყო გრაცის უნივერსიტეტის თეორიული ფიიზიკის პროფესორი, 1873-1876 წლებში იყო ვენის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი, 1876-1889 წლებში გრაცის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის პროფესორი. 1889-1894 წლებში იყო მიუნხენის, 1894-1900 წლებში ვენაში და 1900-1902 წლებში ლაიფციგში განაგებდა თეორიული ფიზიკის კათედრას.
ბოლცმანის ინტერესი ფიზიკის თითქმის ყველა და მათემატიკის ზოგიერთ დარგს სწვდებოდა. მას აქვს შრომები მათემატიკაში, მექანიკაში, ჰიდროდინამიკაში, დრეკადობისა და ელექტრომაგნიტური ველის თეორიაში, თერმოდინამიკისა და აირების კინეტიკურ თეორიაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლცმანის შრომები, რომლებიც შეეხება აირების კინეტიკურ თეორიას და თერმოდინამიკის სტატისტიკურ დასაბუთებას.
1868-1871 წლებში ბოლცმანმა განაზოგადა ჯ. კ. მაქსველის კანონი მოლეკულების სიჩქარეთა განაწილების შესახებ გარე ძალთა ველში მოთავსებულ აირებზე და დაადგინა სტატისტიკური განაწილების ფორმულა, რომელსაც სტატისტიკური ფიზიკის ყველა დარგში იყენებენ. ბოლცმანმა იდეალური აირების კინეტიკურ თეორიაში გამოიყენა სტატისტიკური მეთოდები და გამოიყვანა აირების კინეტიკური განტოლება, რომელიც ფიზიკური კინეტიკის საფუძველია. მან ენტროპია თერმოდინამუკურ ალბათობას დაუკავშირა . ეს თანაფარდობა, რომელიც იძლევა თერმოდინამიკის მეორე საწყისის სტატისტიკურ დასაბუთებას და სტატისტიკური ფიზიკის საფუძელია, ბოლცმანის ძეგლზეა ამოკვეთილი ვენაში. უნივერსალურ მუდმივას ბოლცმანის პატივსაცემად ბოლცმანის მუდმივა ეწოდა. ბოლცმანი იყო მაქსველის ელექტრომაგნიტური თეორიის თავგამოდებული მიმდევარი. მასვე ეკუთვნის პირველი ექსპერიმენტული შრომები ელექტრომაგნიტური ველის მაქსველისეული თეორიიდან გამომდინარე შედეგების შესამოწმებლად. იგი მტკიცედ იცავდა მოლეკულურ-ატომისტურ თეორიას. ბოლცმანის შრომები გაუგებარი დარჩა ზოგიერთი მისი თანამედროვესათვის, რამაც განაპირობა მეცნიერის ცხოვრების ტრაგიკული დასასრული: ავადმყოფმა და დათრგუნვილმა თავი მოიკლა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 461.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ KNAW Past Members
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 9.0 9.1 9.2 www.accademiadellescienze.it
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 11.0 11.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ Больцман Людвиг // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118513109 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 40.