ლუის ალბერტო სუარესი
სუარესი 2020 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლუის ალბერტო სუარეს დიასი | ||
დაბადების თარიღი | 24 იანვარი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | სალტო, ურუგვაი | ||
სიმაღლე | 182 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ინტერი მაიამი | ||
ნომერი | 9 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003–2005 | ნასიონალი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2006 | ნასიონალი | 27 | (10) |
2006–2007 | გრონინგენი | 29 | (10) |
2007–2011 | აიაქსი | 110 | (81) |
2011–2014 | ლივერპული | 110 | (69) |
2014–2020 | ბარსელონა | 191 | (147) |
2020–2022 | ატლეტიკო | 67 | (32) |
2022 | ნასიონალი | 14 | (8) |
2023–2024 | გრემიო | 45 | (24) |
2023– | ინტერი მაიამი | 23 | (17) |
ეროვნული ნაკრები | |||
2007 | ურუგვაი 20-წლ. | 4 | (2) |
2012 | ურუგვაი 23-წლ. | 4 | (3) |
2007–2024 | ურუგვაი | 143 | (69) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 სექტემბერი, 2024 |
ლუის ალბერტო სუარეს დიასი (ესპ. Luis Alberto Suárez Díaz [ˈlwis ˈswares]; დ. 24 იანვარი, 1987; სალტო, ურუგვაი) — ურუგვაელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელი. ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად.[2][3][4].
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013–14 წლებში სუარესმა ინგლისის პრემიერლიგაში პირველი ხუთი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, მან 31 გოლი გაიტანა და სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სუარესმა განაცხადა, რომ „ლივერპულის“ დატოვებას აპირებს. მისი სამსახურით დაინტერესება გამოთქვეს ესპანური ფეხბურთის გრანდებმა, „ბარსელონამ“ და „რეალ მადრიდმა“.[5] 2014 წლის ივლისში სუარესმა „ბარსელონასთან“ მოაწერა კონტრაქტს ხელი,[6] „ლივერპულმა“ კი მის სანაცვლოდ 81 მილიონი ევრო მიიღო.[7]
2020 წლის 23 სექტემბერს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. [8][9][10][11] 27 სექტემბერს „ატლეტიკოს“ მაისურით მოედანზე პირველად ლიგის გათამაშების კალენდარულ მატჩში „გრანადას“ წინააღმდეგ გამოვიდა. პირველივე შეხვედრაში სუარესმა თავის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემა[12] და დუბლი მიითვალა.[13] შეხვედრა მადრიდელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6–1 დამთავრდა.[14][15]
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნულ ნაკრებში სუარესი პირველად 2007 წელს გამოჩნდა. ის იყო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მან 20 თამაშიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა სუარესი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიძახა. ჩემპიონატზე სუარესმა სამი გოლი გაიტანა. ერთი გოლი მან ჯგუფუტი ეტაპის მატჩში, მექსიკის წინააღმდეგ, ორი კი მერვედფინალში, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ თამაშისას გაიტანა. მეოთხედფინალში, განის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის დროს სუარესმა ხელით მოიგერია განელი ფეხბურთელის, დომინიკ ადიას მიერ დარტყმული ბურთი. ამით მან ნაკრები გავარდნისგან იხსნა, თუმცა წითელი ბარათი მიიღო და ნახევარფინალის გამოტოვება მოუხდა, რომელიც მისმა გუნდმა ნიდერლანდის ნაკრებთან დათმო.
სუარესი იყო ურუგვაის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე კოპა ამერიკა 2011-ზე, სადაც მან დიეგო ფორლანთან ერთად დიდი როლი შეიტანა ურუგვაის გაჩემპიონებაში. სუარესმა ამ ტურნირზე 4 გოლი გაიტანა, მათ შორის დუბლი ნახევარფინალში პერუს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ და ერთი გოლი ფინალურ მატჩში, რომელიც ურუგვაიმ პარაგვაის 3-0 მოუგო.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სუარესმა პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მეორე ტურის მატჩში კი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. შემდეგ მატჩში იტალიის ნაკრებთან თამაშისას სუარესმა 79-ე წუთზე მხარზე უკბინა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის. მექსიკელმა მსაჯმა მარკო ანტონიო როდრიგესმა დარღვევა არ დააფიქსირა და დანიშნა კუთხური ურუგვაის სასარგებლოდ, რომლითაც ურუგვაიმ ისარგებლა და გაიტანა, რამაც იტალია ჯგუფში ჩატოვა. მატჩის შემდეგ ფიფას დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა მომხდარი ფაქტი და სუარესს მისცა 9 მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ასევე აუკრძალა საფეხბურთო აქტივობა 4 თვის მანძილზე.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ურუგვაის პრიმერა დივიზიონი: 2005–06
- ერედივიზია: 2010–11 [16]
- ნიდერლანდების თასი: 2009–10
- ინგლისის ლიგის თასი: 2011–12
- ლა ლიგა: 2014–15, 2015–16, 2017–18, 2018–19
- ესპანეთის თასი: 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18
- ესპანეთის სუპერთასი: 2016, 2018
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2014–15
- უეფა-ს სუპერთასი: 2015
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2015
- ლა ლიგა: 2020–21
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ურუგვაის ეროვნული ნაკრები
- კოპა ამერიკა: 2011
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „აიაქსის“ წლის მოთამაშე: 2008–09, 2009–10
- ნიდერლანდების წლის ფეხბურთელი: 2009–10 [17]
- ერედივიზიის ოქროს ბურთი: 2009–10 [18]
- ერედივიზიის ოქროს ბურთი: 2009–10 [19]
- „ლივერპულის“ სეზონის მოთამაშე: 2012–13,[20] 2013–14 [21]
- ინგლისის პრემიერლიგის სეზონის მოთამაშე: 2013–14 [22]
- ინგლისის პრემიერლიგის ოქროს ბუცი: 2013–14 [22]
- ევროპის ოქროს ბუცი: 2013–14, 2015–16 [23][24]
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდი: 2014–15, 2015–16 [25]
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი: 2015–16 [24]
- ესპანეთის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 2015–16 [26]
- „ბარსელონას“ სეზონის მოთამაშე: 2015–16 [27]
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ბურთი: 2015 [28]
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ბუცი: 2015 [28]
- FIFA FIFPro-ს მსოფლიო თერთმეტეული: 2016 [29]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი ბარსელონას ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- ლუის სუარესი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ლუის სუარესი — ფიფას ჩანაწერი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Luis Alberto Suárez profile // fcbarcelona.com
- ↑ Уругвай в Англии: Луис Суарес доказал, что он лучший в мире, — говорит Питер Тейлор
- ↑ Анри: Суарес — лучший центральный нападающий мирового футбола
- ↑ Марадона: «Суарес сейчас — лучший нападающий в мире»
- ↑ Liverpool striker has 'decided to leave' with Barcelona and Real Madrid interested.
- ↑ FC Barcelona and Liverpool FC have reached an agreement for the transfer of Luis Suárez. fcbarcelona.com, 7 ივლისი, 2014.
- ↑ Luis Alberto Suárez · წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2019.
- ↑ სუარესის ტრანსფერი „ბარსასთან“ შეთანხმებულია.
- ↑ Agreement with FC Barcelona over the transfer of Luis Suárez. Atlético Madrid. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
- ↑ Luis Suárez will join Atlético Madrid on two-year deal. OneFootball. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
- ↑ Суарес выступил с обращением к фанатам «Атлетико». Sportmail.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-02. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
- ↑ მოედანზე შემოსვლიდან ერთ წუთში.
- ↑ Čičin-Mašansker, Goran. (2020-09-27) Debi iz snova: Suarez pokazao kakvo će biti pojačanje, u prvom nastupu zabio dva komada i asistirao. Sportske novosti. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
- ↑ „ატლეტიკომ“ „გრანადა“ გაანადგურა — სუარესმა დუბლი შეასრულა. Sportall.ge. ციტატა: „ლა ლიგაზე „ატლეტიკომ“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „გრანადა“ 6:1 დაამარცხა. „ბარსელონადან“ გადასული 33 წლის თავდამსხმელი ლუის სუარესი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა. ამას გარდა, ურუგვაელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა.“ ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
- ↑ Дубль Суареса помог «Атлетико» обыграть «Гранаду» в матче чемпионата Испании со счетом 6:1. Sportmail.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-27. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020
- ↑ Coman, Nick (15 მაისი, 2011). „Maarten Stekelenburg Does Perfect Sergio Ramos Impression, Drops Championship Shield Off Moving Bus“. New England Sports Network. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Karel Stokkermans. Netherlands – Player of the Year and Other Awards. RSSSF (5 დეკემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი, 2015. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ Eredivisie Top scorers - Netherlands 2009/2010. topscorersfootball.com. ციტატა: „The winning top scorer in Eredivisie, Netherlands during the season 2009/2010 was Luis Suarez with 35 goals scored.“ ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ Luis Suarez, Uruguay. topscorersfootball.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-11. ციტატა: „Luis Suarez have been the top scorer 3 times.“ ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ Your player of the season revealed - Liverpool FC (2013-06-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-05. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020
- ↑ Suarez bags treble at awards dinner. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020
- ↑ 22.0 22.1 Luis Suárez: Overview. Premier League. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ Ronaldo and Suárez share Golden Shoe accolade. UEFA.com (19 მაისი, 2014). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ 24.0 24.1 Final Pichichi and Golden Shoe standings: Barcelona's Luis Suarez the winner. CBC Sports (14 მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ UEFA Champions League squad of the season. Union of European Football Associations (9 ივნისი, 2015). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ Copa del Rey Top Scorer: 2015–16. World Football. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
- ↑ Luis Suárez gana el 7º Premio Aldo Rovira | FC Barcelona. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020
- ↑ 28.0 28.1 Barcelona trio sweep awards (31 აგვისტო, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-20. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2015.
- ↑ The Best named at FIFA Football Awards. FIFA (9 იანვარი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-11. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.
|
- დაბადებული 24 იანვარი
- დაბადებული 1987
- ურუგვაელი ფეხბურთელები
- ურუგვაის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ლივერპულის ფეხბურთელები
- ერედივიზიის ფეხბურთელები
- ამსტერდამის აიაქსის ფეხბურთელები
- გრონინგენის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ბარსელონის ფეხბურთელები
- ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელები
- ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- გრემიოს ფეხბურთელები
- MLS-ის ფეხბურთელები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები
- ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელები
- 2011 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 2019 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 2021 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 2013 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის ფეხბურთელები
- 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2024 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები