შინაარსზე გადასვლა

ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა
Луганская Народая Республика
Луганська Народна Республіка
{{ქვეყნის მონაცემები Луганська Народна Республіка
დედაქალაქილუგანსკი
ოფიციალური ენა [1]
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ლეონიდ პასეჩნიკი
დამოუკიდებლობა უკრაინისგან
 -  გამოაცხადა 2014 წლის 12 მაისი 
მოსახლეობა
 -  შეფასება 1 497 170 [2]
ვალუტა რუსული რუბლი
სასაათო სარტყელი UTC+3

ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა (რუს. Луганская Народная Республика; უკრ. Луганська Народна Республіка) — რუსეთის ფედერაციის არაღიარებული სუბიექტი, ჩამოყალიბებულია უკრაინის ლუჰანსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 2014–2022 წლებში არსებობდა როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, სანამ არ მოხდა მისი ანექსია რუსეთის მიერ.

2014 წლიდან იყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუჰანსკის ოლქში. ლუჰანსკის ოლქის დიდ ნაწილს 2022 წლამდე ოფიციალური კიევი აკონტროლებდა. უკრაინა და უკრაინული კონსტიტუცია 2014 წლის აპრილში ჩატარებულ „დამოუკიდებლობის“ რეფერენდუმს არ აღიარებს და ლსრ-ს უკრაინის ნაწილად თვლის, რომელიც ამ დროისთვის, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.[3]

2014 წლის 12 მაისს ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ იმავე წლის 11 მაისს ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის თვითგამორკვევის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 96,2% ხმა მისცა რეგიონის დამოუკიდებლობას და ახალი რესპუბლიკის შექმნა.[4] ამის შემდეგ ლსრ-ს ხელისუფლებამ რუსეთთან შეერთების და დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან კონფედერაცია „ნოვორასიაში“ (რუს. Новороссия)[5] გაერთიანების სურვილი გამოთქვა. 2014 წლის 11 ივნისს ლსრ-მ რუსეთს და 14 სხვა სახელმწიფოს მისი დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა.[6]

ამ დროისთვის ლსრ აღიარა მხოლოდ სამხრეთ ოსეთმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ.[7][8][9][10][11] 2022 წლის 21 თებერვალს რუსეთმა აღიარა ლსრ-ს დამოუკიდებლობა.[12]

უკრაინის ხელისუფლება ლსრ-ის მხარდამჭერებს ტერორისტებად და სეპარატისტებად მიიჩნევს და მათ წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს (საერთაშორისო ჩარევით შეჩერდა 2014 წლის სექტემბერში და 2015 წლის დასაწყისში). ოპერაციის დასაწყისის პერიოდში ადგილობრივი საოლქო საბჭოს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ უკრაინამ პატივი უნდა სცეს ლუგანსკში მცხოვრები ხალხის ნებას[13] და დაახასიათეს ოპერაცია როგორც „ტერორისტული“ და თავისივე ხალხის წინააღმდეგ წარმართული.[14][15]

2022 წლის სექტემბერში თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე, რეფერენდუმის შედეგად ე. წ. მოხდა ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ანექსია რუსეთის მიერ.[16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Конституция Луганской Народной Республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-24. ციტირების თარიღი: 2016-07-25.
  2. Постоянное население // Численность населения по состоянию на 1 июня 2016 года по Луганской Народной Республике (Государственный комитет статистики ЛНР)
  3. Постановление о признании отдельных районов, городов, поселков и сел Донецкой и Луганской областей временно оккупированными территориями
  4. Главой провозглашенной Луганской народной республики избран Валерий Болотов. ИТАР-ТАСС
  5. «Донецкая Народная Республика» хочет объединиться с Луганской областью
  6. Луганская Народная Республика обратилась к России с просьбой о признании её независимости
  7. Южная Осетия признала независимость Луганской народной республики | В мире | Политика | Аргументы и Факты
  8. Южная Осетия признала независимость Луганской народной республики
  9. Южная Осетия признала независимость Луганской народной республики | EastKorr — Восточный корреспондент. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2016-07-25.
  10. Lenta.ru: Бывший СССР: Украина: Южная Осетия признала независимость ЛНР
  11. Южная Осетия признала независимость Луганской народной республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2016-07-25.
  12. პუტინმა სეპარატისტული დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ აღიარა
  13. Заявление президиума Луганского областного совета დაარქივებული 2014-06-23 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Официальный сайт Луганского облсовета(12 мая 2014).
  14. Облсовет Луганщины готов ко всему — Росбалт.ру
  15. Диалог или ультиматум? | Луганский областной совет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-19. ციტირების თარიღი: 2016-07-25.
  16. Ukraine: UN General Assembly demands Russia reverse course on ‘attempted illegal annexation’