შინაარსზე გადასვლა

მადაგასკარის გეოგრაფია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადაგასკარის ფიზიკური რუკა

მადაგასკარიკუნძული ინდოეთის ოკეანეში, კუნძულის დასავლეთი სანაპირო გაშენებულია მოზამბიკის სრუტის სანაპირო ზოლში. მადაგასკარი მსოფლიოს მეოთხე კუნძულია ფართობის მხრივ.[1] უმაღლესი წერტილია მთა მარუმუკუტრუ (2876 მ), რომელიც მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ცარატანანის მთის მასივში. დედაქალაქი ანტანანარივუ განლაგებულია ჰაუტსის პლატოებში, კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. მადაგასკარის ფართობი შეადგენს 587 040 კვადრატულ კილომეტრს, საიდანაც 581 540[1] კვადრატული კილომეტრი არის ხმელეთი და 5500 კვადრატული კილომეტრი უკავია წყალს.

მადაგასკარი აღმოცენებულია უძველესი გონდვანის კონტინენტისგან. მისი დასავლეთი სანაპირო ზოლი ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც აფრიკა გამოეყო გონდვანის კონტინენტს 135 მილიონი წლის წინ. მადაგასკარი საბოლოოდ მოწყდა ინდოეთს 88 მილიონი წლის წინ.[2]

მადაგასკარის ტერიტორია იყოფა ხუთ გეოგრაფიულ რეგიონად: აღმოსავლეთი სანაპირო, ცარატანის მასივი, ცენტრალური ზეგანი, დასავლეთი სანაპირო და სამხრეთ-დასავლეთი. კუნძულზე საკმაოდ ბევრი მდინარე მიედინება, რომლებიც მეტწილად ინდოეთის ოკეანის აუზს განეკუთვნებიან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bureau of African Affairs. (3 May 2011) Background Note: Madagascar. U.S. Department of State. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 24 August 2011.
  2. University of Berkeley: Understanding Evolution. (October 2009) Where did all of Madagascar's species come from?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 19 March 2011.