მარნის ბრძოლა (1914)
მარნის ბრძოლა, ბრძოლა მარნაზე — დიდი ბრძოლა მდინარე მარნაზე ინგლის-საფრანგეთის და გერმანიის ჯარებს შორის. გაიმართა 1914 წლის 5-12 სექტემბერს პირველი მსოფლიო ომის დროს; დამთავრდა გერმანიის ჯარების დამარცხებით. მარნის ბრძოლაში ორივე მხრიდან მონაწილეობდა 117 დივიზია, სულ 2 მლნ. კაცი, 6 600-ზე მეტი ქვემეხი. გერმანელთა დამარცხების მთავარი მიზეზები იყო ძალთა თანაფარდობის შეცვლა ფრონტის დასავლეთ ფრთაზე ანტანტის სასარგებლოდ, გერმანული რეზერვის უკმარისობა, აღმოსავლეთ პრუსიაში რუსული ჯარების გადამწყვეტი შეტევა, რომელმაც აიძულა გერმანელთა სარდლობა დასავლეთი ფრონტიდან აღმოსავლეთ ფრონტზე გადაესროლა 2 სარმიო კორპუსი და ერთი კავალერიის დივიზია.
მარნის ბრძოლაში დამარხების შედეგად გერმანელებს ჩაეფუშათ ომის წარმოების საერთო გეგმა, რომელიც ეფუძნებოდა სწრაფ გამარჯვებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 450.