მატიე კერეკუ
მატიე კერეკუ | |
ბენინის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ოქტომბერი, 1972 – 4 აპრილი, 1991 | |
წინამორბედი | ჯასტინ აჰომადეგბე-ტომეტინი |
მემკვიდრე | ნისეფორ სოგლო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აპრილი, 1996 – 6 აპრილი, 2006 | |
წინამორბედი | ნისეფორ სოგლო |
მემკვიდრე | იაიი ბონი |
დაბადებული | 2 სექტემბერი, 1933 კუარფა, საფრანგეთის დაგომეა |
გარდაცვლილი | 14 ოქტომბერი, 2015 კოტონუ, ბენინი |
მოქალაქეობა | ბენინი |
პოლიტიკური პარტია | სახალხო რევოლუციის პარტია |
რელიგია | ქრისტიანობა, შემდეგ ისლამი, შემდეგ კვლავ ქრისტიანობა |
მატიე კერეკუ (ფრანგ. Mathieu Kérékou; დ. 2 სექტემბერი, 1933, კუაფრა, საფრანგეთის დაგომეა — გ. 14 ოქტომბერი, 2015, კოტონუ, ბენინი) — ბენინის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. 1972-1991 და 1996-2006 წწ. ეკავა ბენინის პრეზიდენტის თანამდებობა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხედრო განათლება მიიღო მალიში და სენეგალში. 1972 წლის 26 ოქტომბერს მოახდინა სამხედრო გადატრიალება. თავდაპირველად ეკავა ეროვნული პოლიტიკა, 1974 წლიდან კი ქვეყანას უწოდა ბენინი და აიღო კურსი მარქსიზმ-ლენინიზმისაკენ. 1990 წელს აღადგინა მრავალპარტიული მმართველობა და ქვეყანა გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე. 1991 წელს წააგო საპრეზიდენტო არჩევნები ნისეფორ სოგლოსთან. 1996 წელს მატიე კერეკუმ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა კონკურენტზე და აირჩიეს პრეზიდენტად. 2001 წელს აირჩიეს მეორე ვადით. გააგრძელა ლიბერალური რეფორმების კურსი. 2006 წელს გადადგა თანამდებობიდან რადგან ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავდა მესამე ვადით არჩევას.