მაჩალა
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მაჩალა Machala | |||||
| |||||
ქვეყანა | ეკვადორი | ||||
პროვინცია | ელ-ორო | ||||
კანტონი | მაჩალა | ||||
კოორდინატები | 3°16′00″ ს. გ. 79°58′00″ დ. გ. / 3.26667° ს. გ. 79.96667° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | კარლოს ფალკეს ბატალიასი | ||||
დაარსდა | 1573 | ||||
ფართობი | 207,09 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 6 მ | ||||
მოსახლეობა | 241 606 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 1 200 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | (+593) 7 | ||||
საფოსტო ინდექსი | EC070150 | ||||
ოფიციალური საიტი | machala.gob.ec | ||||
მაჩალა (ესპ. Machala) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ეკვადორში, ელ-ოროს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს გუაიაკილის ყურესთან, ნაყოფიერ დაბლობზე. 241 606 მცხოვრებით, წარმოადგენს ეკვადორის მეხუთე უდიდეს ქალაქს და მეორე უდიდეს ნავსადგურს, რომელსაც ხშირად ბანანების მსოფლიო დედაქალაქს უწოდებენ.[1]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაჩალა რეგიონის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის კომერციული ცენტრია. განსაკუთრებით დიდია ბანანის, ყავისა და კაკაოს ვაჭრობა. განსაკუთრებით დიდია ექსპორტზე ორიენტირებული ბანანების ინდუსტრია, რაც ქალაქის ეკონომიკაში უზარმაზარ როლს თამაშობს. პუერტო-ბოლოვარის პორტიდან ბანანების ექსპორტი ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში ხდება. ქალაქი გუაიაკილის სიახლოვეს მდებარეობა, მაჩალას მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრის ფუნქციებსაც ანიჭებს. ბევრი მგზავრი, რომელიც სამხრეთით, პერუსკენ ან ჩრდილოეთით, გუაიაკილისაკენ მიემართება, სწორედ მაჩალას გაივლის.
ქალაქი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაჩალის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს დიდი კათოლიკური ეკლესია. ცენტრში მრავალი სასტუმროა. კლიმატი ნახევრად უდაბნოს ზონისაა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Municipio de Machala დაარქივებული 2004-03-23 საიტზე Wayback Machine. Web site of the municipality in Spanish
- Orenses - El Oro - Machala - Ecuador / Comunidad Virtual de la Provincia de El Oro News about Machala in Spanish
- Chat Orenses - El Oro - Machala - Ecuador დაარქივებული 2010-10-20 საიტზე Wayback Machine. Chat Orenses - El Oro - Machala - Ecuador
- Investor info for Ecuador and Machala
- Universidad Technica de Machala
- Sitio informativo de la Capital Bananera del Mundo
- Ecuador, Travel in Machala დაარქივებული 2011-08-20 საიტზე Wayback Machine.