შინაარსზე გადასვლა

მეიჭოუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
მეიჭოუ
梅州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია გუანდუნი
შიდა დაყოფა Meijiang District, Meixian District, Dabu County, Fengshun County, Wuhua County, Pingyuan County, Jiaoling County და Xingning
კოორდინატები 24°17′20″ ჩ. გ. 116°07′19″ ა. გ. / 24.28889° ჩ. გ. 116.12194° ა. გ. / 24.28889; 116.12194
ფართობი 15 864,51 კმ²
ცენტრის სიმაღლე 96±1 მეტრი
მოსახლეობა 3 873 239 კაცი (2020[1])
სიმჭიდროვე 240 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 753
საფოსტო ინდექსი 514000
საავტომობილო კოდი 粤M
ოფიციალური საიტი meizhou.gov.cn
მეიჭოუ — ჩინეთი
მეიჭოუ

მეიჭოუ (ჩინ.: 梅州, ფინინი: Méizhōu, ხაკა: Mòichû) — საოქლო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მეიჭოუს ფართობი 15 864.51 კვადრატული კილომეტრია, 2020 წლის მონაცემებით კი ქალაქის მოსახლეობა 3 873 239 პირს შეადგენს. ქალაქი შედგენა მეიძიანგის, მეისიანის, სინგნინგისა და ხუთი რაიონისაგან. საოლქო დონის ქალაქის ორი ურბანული ნაწილი (მეტრო არეალი) ორი რაონისაგან შედგება და ამ ტერიტორიაზე 992 351 პირია დასახლებული.[2]

მეიჭოუს სახელწოდება მომდინარეობს მდინარე მეიდან და იაპონური ქლიავის (ჩინ.: , ფინინი: méi) ჩინური სახელწოდებიდან.[3] მეიჭოუ როგორც ოლქი ჩამოყალიბდა სამხრეთ ხანის დინასტიის პერიოდში (917-971), როგორც ძინგჭოუს ნაწილი. ჩრდილოეთი სუნის დინასტიის პერიოდში (960-1127) თანამედროვე საოლქო დონის ქალაქის ტერიტორია მეიჭოუ გახდა, ცინის დინასტიის (1644–1911) პერიოდშ კი ძიაიანგის პრეფექტურა. სხვადასხვა საკანონმდებლო რეფორმების შედეგად, ის ოფიციალურად გახდა ქალაქი მეიჭოუ 1988 წელს. ამჟამად საოლქო დონის ქალაქი მოიხსენიება როგორც ისტორიული და კულტურული დასახლება.

მეიჭოუ მდებარეობს გუანდუნის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება ფუძიანის პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და ძიანსის პროვინცია ჩრდილო-დასავლეთიდან. ქალაქის კომპლექსური გეოლოგიური სტრუქტურა ჩამოყალიბდა, ძირითადად: გრანიტის, მეტამორფული ქანების, ფიქლის, ქვიშაქვის, წითელი კლდეებისა და კირქვის საშუალებით. საოლქო დონის ქალაქის ადმინისტრაციული არეალი ჩრდილოეთ განედის 23° 23'-დან 24° 56'-მდე და აღმოსავლეთ გრძედის 115° 18'-დან 116° 56'-მდე ვრცელდება და მისი ფართობი 15 836 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

მეიჭოუსათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa). ქალაქში, ზოგადად, მოკლე, ნესტიანი და მოღრუბლული ზამთარია, ზაფხული კი გრძელი, ძალიან ცხელი და ნოტიო. თვუს საშუალო ტემპერატურა იანვარში 12.6 °C-ია, ივლისში კი 28.9 °C. აპრილიდან ივნისამდე პერიოდში წვიმა ძალიან ხშირია. ტაიფუნები საოქლო დონის ქალაქის ტერიტორიას ისევე დიდი ზიანს არ აყენებს, როგორც წყალდიდობები.

მეიჭოუ მდიდარია მინერალური და ტურისტული რესურსებით. საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე 48 სახის მინერალს მოიპოვებენ, რომელთა შორისაა: ნახშირი, რკინა, კირქვა, იშვიათი თიხა და ფაიფური. მეიჭოუს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მარაგი მანგანუმისაა, რომელიც ამ რესურსის ყველაზე დიდ საბადოს წარმოადგენს გუანდუნის ტერიტორიაზე. მეიჭოუს დიდი რაოდენობით წყლის რესურსები აქვს. ქალაქში ასევე არის თერმული წყლები და საერთაშორისოდ აღიარებული მინერალური წყლები. ტურისტულ რესურსებს შორის შედის ისტორიული ადგილები, რომლებიც ტანის დინასტიის პერიოდში შეიქმნა, ცნობილი ფიგურების ყოფილი რეზიდენციები, ბუნებრივი ობიექტები, უნიკალური ხაკას კულტურის ღირსშესანიშნაობები.

მეიჭოუს ხედი მდინარე მეიდან ღამით

მეიჭოუ წარმოადგენს საკომუნიკაციო ცენტრს გუანდუნის, ფუძიანისა და ძიანსის პროვინციებს შორის. ის ასევე არის დამაკავშირებელი ხიდი ქალაქის სანაპირო ზოლზე არსებული ადგილებსა და ქვეყნის შიდა ნაწილის დასახლებებს შორის. ჩინეთი სახელმწიფო ავტომაგისტრალები, N205 და N206 ქალაქში გადის. ჩქაროსნული მაგისტრალები პროვინციულ მაზრებსა და სოფლებს მეიჭოუს ყველა ნაწილთან აკავშირებს.

2019 წელს ქალაქი გახდა მეიჭოუსა და ჩაოშანის ჩქაროსნული რკინიგზის ნაწილი, რომლის ახალი სადგურიც საოლქო დონის ქალაქის დასავლეთ ნაწილში გაიხსნა. ეს ტერმინალი მეიჭოუს აკავშირებს ისეთ ადგილებთან, როგორებიცაა: გუანჯოუ, ჭუხაი, შენჯენი, შანტოუ, ჩაოშანი, იჩანგი და სიამინი.[4][5]

ქალაქს ემსახურება რეგიონალური მეისიანის აეროპორტი, რომელიც რეგურალურ ფრენებს ახორციელებს გუანჯოუსა და ჰონგ-კონგის მიმართულებებით. წყლის საშუალებით, მდინარე მეისა და ხანის გავლით საოლქო დონის ქალაქი უკავშირდება ჩაოჭოუსა და შანტოუს.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. China: Guăngdōng (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  2. [1] , 2021 წლის ნოემბერი
  3. Origin of the name Meizhou დაარქივებული 2013-11-04 საიტზე Wayback Machine.
  4. Meizhou West Station Departure Info. ციტირების თარიღი: 25 October 2019
  5. Meizhou Station Departure Info. ციტირების თარიღი: 25 October 2019
  6. Meizhou City - Transport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-22. ციტირების თარიღი: 2021-11-28.