მენდი მური
მენდი მური | |
---|---|
„ოსკარის“ დაჯილდოებაზე 2011 წელს. | |
დაბადების სახელი | ამანდა ლი მური |
დაბადების თარიღი |
10 აპრილი, 1984 ნაშუა, ნიუ-ჰემპშირი, აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1999–დღემდე |
მეუღლე(ები) | რაიან ადამსი (იქ. 2009; გ. 2016) |
ჟანრ(ებ)ი |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
ლეიბლ(ებ)ი |
ამანდა ლი მური (დ. 10 აპრილი, 1984) — ამერიკელი მომღერალი-სიმღერების ავტორი და მსახიობი. ცნობილი გახდა სინგლით „Candy“, რომელმაც Billboard Hot 100-ში 41-ე პოზიციამდე მიაღწია, და შემდგომში კონტრაქტი გააფორმა Epic Records-თან. სადებიუტო ალბომმა So Real (1999) RIAA-სგან პლატინის სტატუსი მიიღო. 2000 წლის სინგლი „I Wanna Be with You“, ამავე სახელწოდების ალბომიდან, იქცა აშშ-ის 30-ეულში მოხვედრილ მენდის პირველ სიმღერად და Billboard Hot 100-ში 24-ე პოზიციამდე მიაღწია. შემდგომი ალბომებიც, Mandy Moore (2001), Coverage (2003), Wild Hope (2007) და Amanda Leigh (2009) წარმატებული იყო. 2009 წლისთვის მომღერალმა მსოფლიოს მასშტაბით გაყიდა 10 მილიონზე მეტი ალბომი, ხოლო 2012 წელს VH1-მა იგი დაასახელა „მუსიკის 100 უდიდეს შემსრულებელ ქალბატონს“ შორის, 96-ე პოზიციაზე, ისევე, როგორც 63-ე ადგილზე ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალბატონების სიაში.[1][2]
2001 წელს, ფილმში „ექიმი დულიტლი 2“ განსახიერებული როლით, დაიწყო მურის კინოკარიერა, რასაც მოჰყვა ლანა თომასის როლი ფილმში „პრინცესას დღიურები“. წამყვანი როლი პირველად შეასრულა ფილმში „იჩქარე შეიყვარო“ (2002), რომელშიც განასახიერა ჯეიმი სალივანი. მოგვიანებით მან გაახმოვანა რაპუნცელი ანიმაციურ ფილმში „ჩახლართული“ (2010) და ამავე სახელწოდების ტელესერიალში. იგი ასრულებს სიმღერებს ფილმებისთვის, რომლებშიც მონაწილეობს, ხოლო 2016 წლიდან თამაშობს რებეკა პირსონის როლს NBC-ის ტელესერიალში „ეს ჩვენ ვართ“, რომლისთვისაც ოქროს გლობუსის ნომინაცია მიიღო.[3]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- So Real (1999)
- I Wanna Be with You (2000)
- Mandy Moore (2001)
- Coverage (2003)
- Wild Hope (2007)
- Amanda Leigh (2009)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მენდი მური“ ვიკისაწყობში.
- მენდი მური TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Graham, Mark. (February 13, 2012) The 100 Greatest Women in Music. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2012. ციტირების თარიღი: July 2, 2013.
- ↑ Viera, Bené. (March 5, 2013) VH1′s 100 Sexiest Artists [Complete List]. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 28, 2013. ციტირების თარიღი: July 2, 2013.
- ↑ Mandy Moore: Milo Ventimiglia called me about my Golden Globes nod. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 13, 2016. ციტირების თარიღი: December 12, 2016.