მესოპოტამიის თემი
მესოპოტამია (ბერძ. Μεσοποταμία) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია, მდებარეობდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ის არ უნდა აგვერიოს მესოპოტამიის რეგიონთან ან ძველ რომაულ და ადრე ბიზანტიურ მესოპოტამიის პროვინციასთან. მესოპოტამიის თემი, მდინარე არსანიას (მურატი) და ჩიმისგეზეკს შორის მდებარეობდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემი დაახლოებით 899-911 წლებს შორის წარმოიქმნა, როცა იმპერატორმა ლეონ VI-მ ყოფილი ხარსიანონის სტრატეგოსი, სახელად ორესტესი[1][2] ახალი რეგიონის მმართველად დანიშნა. რეგიონის შექმნისთვის, თემს ხალდიის-კელტზენეს და კოლონეიის-კამახას ოლქი გადაეცა.
იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (მმართველობა 913-959) აღნიშნავს, რომ თემის წარმოქმნამდე, რეგიონი წარმოადგენდა უსახელო სამხედრო ოლქს. არსებობს მტკიცებულება, რეგიონში ბიზანტიის უფრო ადრე გამოჩენის შესახებ[3]: მესოპოტამიის სტრატეგოსის ბეჭედი, რომელიც თარიღდება 810 წლით, შესაძლოა მიუთითებს ამ რეგიონში, პირველ, ხანმოკლე თემის არსებობას.
თემის მმართველების დანიშვნა X საუკუნემდე გრძელდებოდა, რომელიც თაანარსებობდა 975 წელს შექმნილ მესოპოტამიის დუკი თანამდებობასთან. სტრატეგოსისგან განსხვავებით, დუკები რეგიონული მმართველები არიან, მესოპოტამიის დუკები კი ბიზანტიის აღმოსავლეთ საზღვრებს აკონტროლებდნენ[2][4]. XI საუკუნეში, დანიშნული დუკების უმრავლესობას სომხები წარმოადგენდა, მათ შორის, გრიგორ მაგისტროსი და მისი შვილი. 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდგომ, იმპერატორი მიხეილ VII (მმართველობა 1071-1078) ცდილობდა რეგიონზე ბიზანტიის უფლებამოსილების აღდგენას, მაგრამ პროვინცია თურქ-სელჩუკებს დარჩათ[2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Charanis, Peter (1963). The Armenians in the Byzantine Empire. Lisbon, Portugal: Fundação Calouste Gulbenkian.
- Holmes, Catherine (2005). Basil II and the Governance of Empire (976–1025). Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-927968-5.
- (1991) The Oxford Dictionary of Byzantium. New York, New York and Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6.
- (2001) Catalogue of Byzantine Seals at Dumbarton Oaks and in the Fogg Museum of Art, Volume 4: The East. Washington, District of Columbia: Dumbarton Oaks Research Library and Collection. ISBN 0-88402-282-X.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ McGeer, Nesbitt და Oikonomides 2001, p. 134.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Kazhdan 1991, p. 1348.
- ↑ McGeer, Nesbitt და Oikonomides 2001, p. 134–135.
- ↑ McGeer, Nesbitt და Oikonomides 2001, p. 135; Holmes 2005, p. 322–330.
|