შინაარსზე გადასვლა

მიმდევრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიმდევრობამათემატიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნება. მიმდევრობა იქმნება ნებისმიერი ბუნების ელემენტებისაგან, რომლებიც გადანომრილია ნატურალური რიცხვებით მიმდევრობა ჩაიწერება შემდეგი სახით: ან მოკლედ . ელემენტებს რომელთაგანაც შედგება მიმდევრობა, ეწოდება მიმდევრობის წევრები. მიმდევრობის სხვადასხვა ნომრის მქონე წევრები შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს. მინდობილობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნატურალური არგუმენტის ფუნქცია. ხშირ შემთხვევებში მიმდევრობა განისაზღვრება მისი -ური წევრის საშუალებით ან რეკურენტული ფორმულით, რომლითაც ყოველი მომდევნო წევრი განისაზღვრება წინას საშუალებით. უფრო ხშირად გვხვდება რიცხვითი და ფუნქციონალური მიმდევრობები. მაგალითად,

, ე. ი.
, ე. ი.
, ე. ი.
, ე. ი.

თუ რიცხვითი წევრები საკმაოდ დიდი ნომრებისთვის რაგინდ მცირედ განსხვავდება რიცხვისაგან, მაშინ მიმდევრობას ეწოდება კრებადი -კენ, ხოლო რიცხვს — მისი ზღვარი. ანალოგიურად განიმარტება ზღვარი ფუნქციონალური მიმდევრობისათვის.