შინაარსზე გადასვლა

მინკოვსკის სივრცე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მინკოვსკის სივრცე, ოთხგანზომილებიანი სივრცე — სივრცე, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ სამგანზომილებიან სივრცესა და დროს. შემოიღო ჰ. მინკოვსკიმ 1907-1908 წლებში. წერტილები მინკოვსკის სივრცეში შეესაბამება ფარდობითობის სპეციალური თეორიის „ხდომილობებს“. ხდომილობის მდებარეობა მინკოვსკის სივრცეში განისაზღვრება სამი სივრცული და ერთი დროითი კოორდინატით. იყენებენ კოორდინატებს, სადაც x, y, z რომელიმე ათვლის ინერციულ სისტემაში ხდომილობის დეკარტის მართკუთხა კოორდინატებია, და კოორდინატს. არის ხდომილების დრო, სინათლის სიჩქარე. ნაცვლად შეიძლება წარმოსახვითი დროითი კოორდინატის შემოღება.

ფარდობითობის სპეციალური თეორიიდან გამომდინარეობს, რომ სივრცე და დრო დამოუკიდებელნი არ არიან. ათვლის ერთი ინერციული სისტემიდან მეორეზე გადასვლისას კოორდინატები და დრო გარდაიქმნებიან ლორენცის გარდაქმნების შესაბამისად.