შინაარსზე გადასვლა

მიხეილ III (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ III
Μιχαήλ Γ΄

მიხეილ III
ბიზანტიის იმპერია იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 842
მმართ. დასასრული: 867
წინამორბედი: თეოფილე
მემკვიდრე: ბასილი I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 იანვარი 840 წ.
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 23/24 სექტემბერი 867
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ევდოკია დეკაპოლიტისა
დინასტია: ამორეული
მამა: თეოფილე
დედა: თეოდორა

მიხეილ III ლოთი (ბერძ. Μιχαήλ Γ΄; დ. 19 იანვარი, 840 — გ. 23/24 სექტემბერი 867) — ბიზანტიის იმპერატორი 842–867 წლებში. ის ტრადიციის მიხედვით ითვლება ამორეული დინასტიის მესამე და უკანასკნელ წევრად.

ცხოვრება და მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილი იყო იმპერატორ თეოფილესა და დედოფალ თეოდორას უმცროსი შვილი. ის მამამისმა თითქმის დაბადებისთანავე გამოაცხადა თანამმართველად. ხოლო დაბადებიდან 2 წლის ასაკში გახდა ერთპიროვნული იმპერატორი. მისი მცირე ასაკის გამო ქვეყნის მმართველობა დედამისის დედოფალ თეოდორას ხელში იყო. მისი მმართველობის პერიოდში ხატმებრძოლეობა საბოლოოდ აიკრძალა ბიზანტიის იმპერიაში. მის მიერვე თანამმართველად დანიშნულმა ბასილიმ 867 წელს მოაწყო მისი მკვლელობა და ტახტზე ავიდა, როგორც იმპერატორი ბასილი I.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • The early medieval Balkans, a critical survey from the sixth to the late twelfth century, John V. A. Fine, Jr.1991 by University of Michigan.
  • ვალერი ასათიანი, ”ბიზანტიური ცივილიზაცია”, თბილისი, 2006 წ. გვ. 490
წინამორბედი:
თეოფილე
ბიზანტიის იმპერატორი
842 - 867
შემდეგი:
ბასილი I