მნაცაკან ისკანდარიანი
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | Մնացական Իսկանդարյան | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | სომეხი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 17 მაისი, 1967 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | გიუმრი, სომხეთი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 169 სმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 75 კგ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | რუსეთი[1] | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ჭიდაობა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | ბერძნულ-რომაული | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კლუბი | KSV Witten 07 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მწვრთნელი | კორიუნ მოვსესიანი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები | Honoured Coach of Russia და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
მნაცაკან ისკანდარიანი (სომხ. Մնացական Իսկանդարյան, რუს. Мнацакан Фрунзевич Искандарян; დ. 17 მაისი, 1967, გიუმრი, სომხეთი) — სომეხი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენი, რომელიც საბჭოთა კავშირსა და რუსეთში ასპარეზობდა. ისკანდარიანი არის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ორგზის ევროპის ჩემპიონი. მან 1991 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 2000 წელს დასახელდა რუსეთის დამსახურებულ მწვრთნელად. არმენ ნაზარიანის შემდეგ მნაცაკან ისკანდარიანი მეორე სომეხია, რომელიც დიდების დარბაზში შეიყვანეს.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მნაცაკან ისკანდარიანმა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 1978 წელს დაიწყო. მას კორიუნ მოვსესიანი ხელმძღვანელობდა. 1987 წელს იგი გახდა „Espoir“-ის მსოფლიო ჩემპიონი. 1988 წელს ისკანდარიანი გახდა სსრ კავშირის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ეროვნული გუნდის წევრი. იმავე წელს მან მოიპოვა ოქროს მედალი ჭიდაობის მსოფლიო თასის გუნდურ შეჯიბრებაში. ისკანდარიანი საბჭოთა კავშირის ეროვნული გუნდის წევრად საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991) რჩებოდა. მან 1989 წლის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატში მოიგო ვერცხლის მედალი. 1990 წელს, იგი 68-კილოგრამ კატეგორიიდან 74-კილოგრამ კატეგორიაში გადავიდა და ამავე წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს მედლით დაასრულა. 1991 წელს ისკანდარიანი გახდა ევროპის ჩემპიონი და ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონობა. 1992 წელს მან ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავის დივიზიონში იგი ნომერ პირველ მოჭიდავედ სახელდებოდა. ისკანდარიანი 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში ოქროს მედლის მოგების მთავარი კანდიდატის სტატუსით შევიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ისკანდარიანის სომხეთის ახლა დამოუკიდებელი იყო, ყოფილი საბჭოთა ოლიმპიელები მაინც ერთად თამაშობდნენ 1992 წლის ბარსელონაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე (მათ ერთიანი გუნდი ეწოდათ). ისკანდრიანმა ოლიმპიადაზე ყველა თავისი მოწინააღმდეგე დაამარცხა და დამსახურებული ოლიმპიური ოქროს მედალიც მიიღო.
ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, ისკანდრიანმა ორი წელი უმოქმედობაში გაატარა (იგულისხმება სპორტის მხრივ). იგი საბოლოოდ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნდა და მესამე მსოფლიო ჩემპიონობაც მოიპოვა. იგი ასპარეზობდა ატლანტაში გამართულ 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე. ამ ტურნირში მან მედლის მოპოვება ევრ შეძლო და ტურნირი მე-5 ადგილით დაასრულა. მან მოჭიდავის კარიერას თავი 1996 წელს დაანება და შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. 1996 წლის მდგომარეობით იგი იყო რუსეთის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. "Mnatsakan Iskandaryan" დაარქივებული 2020-04-17 საიტზე Wayback Machine. . Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC.
- Interview (in Russian)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sports-Reference.com
- ↑ Lutte Gréco-Romaine. www.fila-official.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 7 January 2013.