შინაარსზე გადასვლა

მოჰაჩის ბრძოლა (1526)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოჰაჩის ბრძოლა.
ოსმალეთ-ჰამბურგის ომი
ოსმალეთ - უნგრეთის ომის ნაწილი
თარიღი 29 აგვისტო 1526
მდებარეობა მოჰაჩი, ბარანია, ბუდაპეშტის სამხრეთით, უნგრეთი
შედეგი ოსმალეთის იმპერიის საბოლოო გამარჯვება
მხარეები
ოსმალეთის იმპერია უნგრეთის სამეფო

ხორვატიის სამეფო ხორვატიის სამეფო
ბოჰემიის სამეფო
საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია
ბავარიის დროშა ბავარია
პაპის ოლქი პაპის ოლქი
პოლონეთის სამეფო

მეთაურები
სულეიმან I ლაიოშ II იაგელონი
პალ ტომარი †
დიორდ ზაპოლა†
ძალები
~55,000-60,000[1] ~25,000-28,000
დანაკარგები
1,500 ~ 14,000 - 20,000
მოჰაჩის ბრძოლა ვიკისაწყობში

მოჰაჩის ბრძოლა (უნგრ. Mohácsi csata) — ბრძოლა რომელიც მოხდა 29 აგვისტოს 1526 წ. სადაც ოსმალეთის იმპერიამ მიაყენა დამანგრეველი მარცხი გაერთიანებულ უნგრულ-ჩეხურ-ხორვატიულ ძალებს. ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა შუა დუნაის დაბლობი რომელსაც თურქები გეგმავდნენ შემდეგი ახალი დაპყრობების და ისლამის გავრცელების პლაცდარმად გამოეყენებინათ.

როგორც ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ბალკანეთის დანარჩენი ეროვნული სახელმწიფოები, უნგრეთის სამეფოც ХIV-ХV საუკუნეებს ძალიან დასუსტებული შეხვდა, რაც შიდა და გარე ფაქტორებმა განაპირობა. შიგნიდან ფეოდალური შუღლი გლეჯდა ქვეყანას, რამაც ფაქტიობრივად ფეოდალური დაქუცმაცება გამოიწვია, გლეხობის ამბოხებები, ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგობა, რომლებიც მადიარიზაციის წინააღმდეგნი იყვნენ — სლოვაკები, რუმინელები, ხორვატები, ხოლო გარედან — ავსტრო-გერმანელ მმართველთა ამბიციური გეგმები, ჩაერთოთ უნგრეთი თავის სამფლობელოებში. მათიას I კორვინიუსის (მათიაშ I) გარდაცვალებამ (1490) უნგრეთში ანარქია გამოიწვია, რაც თითქოს ხელს უწყობდა ოსმალების ჩანაფიქრს ამ ქვეყნის მიმართ. ხანგრძლივი ომი, რომელიც მცირე შესვენებებით მიმდინარეობდა, დამთავრდა თურქებისათვის არც თუ ისე სახარბიელოდ. ზავის მიხედვით, რომელიც 1503 წელს დაიდო, უნგრეთმა შეინარჩუნა თავისი ყველა სამფლობელო და თუმცა უნდა ეცნო ოსმალეთის იმპერიისადმი მოხარკედ მოლდავეთი და ვლახეთი, მან არ დათმო უმაღლესი უფლებები ამ ორ ქვეყანაზე (უფრო დე-იურე ვიდრე დე-ფაქტო). უნგრეთის შემდგომ დაცემას ხელს უწყობდა ოლიგარქიული რეჟიმიც, რომელიც იაგელონების დინასტიის მიერ იყო შექმნილი, ასევე უნგრელი გლეხობის გაუცხოება ეროვნულ-თავდაცვითი მოძრაობის მიმართ 1514 წ. მოვლენების შემდეგ, გეოგრაფიული ჩაკეტილობა და სავაჭრო გზებიდან მისი სიშორე, რომელიც ხმელთაშუა ზღვაზე და მსოფლიო ოკეანეებზე გადიოდა, დუნაის სავაჭრო გზის ფუნქციის შესუსტება და ჰაბსბურგების გაძლიერებული ზეწოლა.[2]

მოჰაჩის ბრძოლა, ოტომანური მინიატურა

1526 წლის 29 აგვისტოს ქალაქ მოჰაჩთან სამხრეთ უნგრეთში, დუნაის მარჯვენა ნაპირზე მოხდა ბრძოლა თურქეთის სულთანის სულეიმან I დიდის კანუნის არმიასა (100 ათასი ჯარისკაცი და 300 ქვემეხი[3][4]) და უნგრეთის, ჩეხეთის და ხორვატიის მეფის ლუდოვიკ II-ის (ლაიოშ II) თავად-აზნაურთა არმიას (25 ათასი ჯარისკაცი[3][4] და 80 ქვემეხი) შორის.

თურქების ძალიან დიდი უპირატესობა აისახა ბრძოლის შედეგებზეც: მეფე ლაიოშ II-ის არმიამ განიცადა დამანგრეველი მარცხი, თვითონ მეფე კი დაიღუპა უკან დახევის დროს. ბრძოლის შედეგად თანამედროვე უნგრეთის ტერიტორია გადავიდა თურქების კონტროლქვეშ, ტაძრებს მიშენებულ იქნა მინარეთები, ხოლო უნგრეთის დედაქალაქი საუკუნენახევრით გადატანილი იქნა ჩრდილოეთით, ბრატისლავაში.

თურქების რიცხობრივმა უპირატესობამ გამოიწვია ის რომ, გამარჯვებას თურქებმა მიაღწიეს 2 საათში. თურქების არმიაში უპირატესად ჭარბობდნენ გათურქებული სლავი-მუსლიმები (იანიჩარები) ოსმალეთის იმპერიის ბალკანეთის სამფლობელოებიდან.

მონუმენტი მოჰაჩში

თურქეთის გამარჯვებას ჰქონდა მთელი რიგი პირდაპირი შედეგები როგორც უნგრეთისათვის ისე ბევრი მეზობელი ხალხისათვის. როგორც 711 წლის გვარდალეტის ბრძოლის შემთხვევაში არაბებისთვის, მოჰაჩის ბრძოლამ თურქებს მისცა ფართო შესაძლებლობები მთლიანად ცენტრალური ევროპის დასაპყრობად. სულთანმა სულეიმან I-მა 1529 წ. დაიწყო ვენის ალყა, მაგრამ ზამთრის მოახლოების გამო იძულებული იყო მოეხსნა.

ოსმალების მიერ დაპყრობილი უნგრულ მიწებზე შეიქმნა ახალი ოლქი — ოსმალეთის უნგრეთი, რომელიც არსებობდა 1526—1699 წლებში. ბევრი უნგრელი არც კი უწევდა წინააღმდეგობას ოსმალთა ბრძანებლოას. თავის მხრივ ეს აიხსნებოდა ამ ერების ისტორიულ-კულტურული თავისებურებებით. საქმე ისაა, რომ მათი ევროპაში მოსვლამდე, მიახლოებით 1000 წელს, ფინურ-უნგრული წარმოშიბის უნგრელები ცხოვრობდნენ თურქ ხალხების გარემოცვაში, რომლებისგანაც ისესხეს სასოფლო სამეურნეო ლექსიკის დიდი ნაწილი. უნგრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის გლეხობა თურქების მოსვლას შეხვდნენ როგორც ადგილობრივი ფეოდალების წნეხიდან განთავისუფლებას. ცდილობდნენ რა უნგრელი გლეხობის თავის მხარეს გადაბირებას, ამ მიზნით თურქები ატარებდნენ გლეხობის ცხოვრების ბევრი სფეროს ლიბერიზაციას.

იმ დროისათვის ევროპაში კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის გავრცელებული სისხლისღვრის, საპირისპიროდ თურქები არ გრძალავდნენ არცერთ რელიგიას, თუმცა ისლამზე გადასვლა ყველანაირად წახალისებული იყო. ომისშემდეგი ქაოსის გამოყენებით და ახალი მუსლიმანური საზოგადოების ჩამოყალიბებით, ბევრი უბრალო უნგრელი, რომლებმაც ისლამი მიიღო (მაგიარაბები), მოახერხა ოსმალეთის იმპერიი სამხედრო ფენის კარიერულ საფეხურზე მაღლა ასულიყო. ჩრდილოეთ უნგრეთის მიწების უნგრები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ თურქებს, ქმნიდნენ გაიდუკების რაზმებს. ბევრი ასევე გაიქცა ჩრდილოეთით მეზობელი სლავაკიის მიწებზე. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თურქებმა დაიმორჩილეს მხოლოდ ცენტრალური უნგრეთი, პერიფერიული დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონები ახალი უნგრული დედაქალაქით — ქ. პოჟონი (თანამედროვე სლოვაკეთის ბრატისლავა) ანექსირებული იყო ავსტრიელი ჰაბსბუგების მიერ, რომლებმაც ის გადააქციეს ბუფერად გერმანიის და ოსმალეთის ტერიტორიებს შორის. ასე რომ, უნგრელებს ХVI საუკუნის დასაწყისში არ ჰქონდათ არჩევანი. უნგრეთი რომ არ დაეპყრო თურქებს მათ გერმანელები დაიპყრობდნენ. ვენის არ შემდგარი ალყის შემდეგ, ავსტრიელი გერმანელები იწყებენ უფრო გადამწყვეტ ქმედებებს თურქების წინააღმდეგ, იწყება თანდათანობითი ბალკანეთის ნახევარკუნძულის „რეკონკისტა“.

მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ ევროპელმა ერებმა, დაიწყეს გაერთიანების ცდები, ევროპის ისლამიზაციის საშიშროებისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. ამ სტრატეგიამ პირველი წარმატება მოიტანა ლეპანტოს ბრძოლაში. ამას გარდა, მიუხედავად მათი თავდაპირველი წარმატებისა, სწორედ უნგრეთში შეხვდნენ თურქები პირველად დასავლეთ ევროპულ სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურას, რომელსაც ჰქონდა ძლიერი გერმანული ზეგავლენა და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბალკანეთის რეგიონის ორიენტალიზირებულ ბერძნულ-სლავური ქვეყნებისაგან, ასე ადვილად დამორჩილებული თურქების მიერ. თუმცა ევროპული ღირებულებები უნგრეთში მთლიანად არ შეესაბამებოდა დასავლეთის სტანდარტებს, ოსმალეთის უნგრეთის სიახლოვე გერმანულ მიწებთან ქმნიდა მათთვის პირდაპირ საფრთხეს და იწვევდა მწვავე წინააღმდეგობას თვითონ ჰაბსბურგების იმპერიული ამბიციების მხარდაჭერის მიზნით.

  • Stavrianos, L.S. Balkans Since 1453, C. Hurst & Co. Publishers, 2000.
  • Nicolle, David, Hungary and the fall of Eastern Europe, 1000-1568, Osprey Publishing, 1988.
  • Stephen Turnbull, The Ottoman Empire 1326–1699, Osprey Publishing, 2003.
  • Molnár, Miklós, A Concise History of Hungary, Cambridge University Press, 2001.
  • Minahan, James B. One Europe, many nations: a historical dictionary of European national groups, Greenwood Press, 2000.
  • Palffy, Geza. The Kingdom of Hungary and the Habsburg Monarchy in the Sixteenth Century (East European Monographs, distributed by Columbia University Press, 2010) 406 pages; Covers the period after the battle of Mohacs in 1526 when the Kingdom of Hungary was partitioned in three, with one segment going to the Habsburgs.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cathal J. Nolan, The Age of Wars of Religion 1000-1650: An Encyclopedia of Global Warfare and Civilization, page 602
  2. თურქების შემოსევა უნგრეთში. დაწვრილებითი ნარკვევი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-21. ციტირების თარიღი: 2011-02-12.
  3. 3.0 3.1 Stavrianos, L.S., Balkans Since 1453, C. Hurst & Co. Publishers, 2000. p. 26 «The latter group prevailed, and on August 29, 1526, the fateful battle of Mohacs was fought: 25,000 to 28,000 Hungarians and assorted allies on the one side, and on the other 45,000 Turkish regulars supported by 10,000 to 20,000 lightly armed irregulars…»
  4. 4.0 4.1 Nicolle, David, Hungary and the fall of Eastern Europe, 1000—1568, Osprey Publishing, 1988. p. 13 «Hungary mustered some 25,000 men and 85 cannon (only 53 being used in actual battle), while for various reasons the troops from Transylvania and Croatia failed to arrive. The Ottomans are said to have numbered over twice as many — though this figure is exaggerated — and had up to 160 cannon…»