მჟაუნა
იერსახე
მჟაუნა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Rumex acetosa | ||||||||||||||
|
მჟაუნა (ლათ. Rumex acetosa) — მრავალწლოვანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს სწორი ღერო, რომლის სიმაღლე 30-100 სმ აღწევს, მოგრძო ისრისები ფოთოლი და მუქი ყავისფერი პრიალა კაკლუჭა ნაყოფი.
საქართველოში იზრდება ბუჩქნარებში, ნატყევარ მდელოებსა და ტყის პირებზე თითქმის სუბალპურ სარტყლამდე. საადრეო ბოსტნეულია, ფოთოლი შეიცავს მჟაუნმჟავას, A და C ვიტამინებს.
მდიდარია რკინითა და კალიუმით. მჟაუნას ჯიშებიდან კულტურაშია ბელვილური, ოდესური 17, მაიკოპური 10 და ფართოფოთლიანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რობაქიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 161.