მუდროსის დროებითი ზავი
იერსახე
მუდროსის დროებითი ზავი (თურქ. Mondros Ateşkes Anlaşması) — სამშვიდობო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და ანტანტის ქვეყნებს შორის, რომელიც 1918 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა კუნძულ ლემნოსის პორტ მუდროსში, ინგლისური კრეისერის „აგამემნონის“ ბორტზე. ხელშეკრულება იცავდა სომხეთის ინტერესებს. ყველა სომეხი სამხედრო ტყვე ოსმალეთის იმპერიას უნდა შეეკრიბა სტამბოლში, რათა იგი გადაეცათ მოკავშირეებისათვის.
ხელშეკრულების პუნქტები ასეთი იყო
- დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები იხსნება და მოკავშირეთა გემებს ეძლევათ თავისუფლად მიმოსვლის საშუალება
- დაუყოვნებლივ დაიშალოს ოსმალეთის შეიარაღებული ძალები. დაშვებულია მხოლოდ სასაზღვო და შიდა წესრიგისთვის აუცილებელი ძალების არსებობა'
- დაუყოვნებლივ გამოიყვანონ ოსმალეთის ჯარები კავკასიიდან და ირანიდან.
- ანტანტის წევრი ქვეყნები იღებენ სრულ კონტროლს ოსმალეთის რადიოზე, ტელეგრაფზე, რკინიგზაზე, პორტებზე, სამხედრო გარნიზონებე
- აუცილებლობის შემთხვევაში ანტანტის ქვეყნები იტოვებენ ოსმალეთის ამა თუ იმ პროვინციის ოკუპაციის უფლებას
- საომარი მოქმედებები შეწყდება 1918 წლის 31 ოქტომბრის 24:00 საათზე ადგილობრივი დროით
არსებული ვალდებულებების გასაკონტროლებლად ოსმალეთის მთელ ტერიტორიაზე დაფუძნდა ანტანტის წევრი ქვეყნების სამხედრო მისიები. დანიშნული ზედამხედველი ინსპექტორები აღიჭურვნენ ფართო უფლებამოსილებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუდროსის დროებითი ზავი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- Laura M. Adkisson Great Britain and the Kemalist Movement for Turkish Independence, 1919-1923, Michigan 1958
- Paul C. Helmreich From Paris to Sèvres. The Partition of the Ottoman Empire at the Peace Conference of 1919-1920, Ohio 1974, S. 3-5, der gesamte Vereinbarungstext befindet sich auf S. 341f.
- Patrick Balfour Kinross Atatürk : a biography of Mustafa Kemal, father of modern Turkey, New York 1965
- Sir Frederick B. Maurice The Armistices of 1918, London 1943
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The text of the Armistice of Mudros დაარქივებული 2012-07-11 საიტზე Wayback Machine.