შინაარსზე გადასვლა

მუხლა ლილვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუხლა ლილვი (წითელი), დგუში (ნაცრისფერი) ცილინდრებში (ლურჯი) და მქნევარა თვალები (შავი)

მუხლა ლილვი — ლილვი, რომელიც იღებს ენერგიას ბარბაცას საშუალებით და გადასცემს მაბრუნებელ მომენტს ტრანსმისიას. მუხლა ლილვის საშუალებით მოძრაობს მოდის სხვადასხვა მექანიზმი. მუხლა ლილვი მზადდება ლეგილებურ ფოლადისგან ან ჩამოსხმით, მაღალხარისხოვანი თუჯისგან.

მუხლა ლილვის ძირითადი რამდენიმე ყელი ბრუნავს ძრავის კარტერში ჩასმულ სრიალით საკისრებზე. საბარბაცე ყელებზე შეერთებულია ბარბაცას ყველათავები. მუხლა ლილვის ყბა აერთებს ძირითად საბარბაცო ყელებს. გაუწონასწორებელი მასების დატვირთვისაგან საყრდენ საკისრებს იცავს საპირწონეები. მუხლა ლილვის წინა ნაწილში მოთავსებულია ყელი, რომელზეც ჯდება შკივი ან კბილი დამხმარე მექანიზმების ასაძრავად, ხოლო უკანა ნაწილში მილტური მქნევარას დასამაგრებლად.

მუხლა ლილვის ფორმა და ძირითადი საბარბაცე ყელის რაოდენობა დამოკიდებულია ცილინდრების რაოდენობისა და განლაგებაზე. თუ არის ერთრიგა განლაგება, მაშინ ცილინდრების რაოდენობა და საბარბაცე ყელების რაოდენობა ტოლია, ხოლო V-ს მაგვარ ძრავში ცილინდრების რაოდენობა ორჯერ აღემატება საბარბაცე ყელების რაოდენობას. ძირითადი ყელების რაოდენობა სხვადასხვანაირია. თუ ყველა მომინჯნავე ძირითად ყელს შორის გვაქვს ერთი საბარბაცე ყელი, ასეთ შემთხვევაში ძირითადი ყელების რაოდენობა ერთით აღემატება საბარბაცებს. ასეთი მუხლა ლილვი არის სრულსაყრდენიანი. იგი გამოიყენება დიზელის ძრავებში და იმ კარბურატორიან ძრავებში, სადაც გვაქვს დიდი დატვირთვები. არასრულსაყრდენიან მუხლა ლილვის შემთხვევაში ყოველ ორ მომინჯნავე ძირითად ყელს შორის გვაქვს ორი საბარბაცე ყელი. ასეთი კონსტრუქცია გამოიყენება ერთრიგა ძრავებში.

ცვეთამედეგობის გაზრდის მიზნით ძირითად და საბარბაცე ყელებს უტარებენ წრთობას. წონის შემცირების მიზნით კი ყელებს შიგნიდან აქვთ სიღრუე, რომელიც გამოიყენება შეზეთვისთვის. ერთ-ერთ ძირითად ყელს უკეთდება საყელური ღერძული ფიქსაციისთვის. რათა არ მოხდეს ძრავიდან ზეთის გამოდინება, მუხლა ლილვს წინა და უკანა მხარეს აქვს ჩობალები.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 229-230.
  • Hall, Bert S. (1979), The Technological Illustrations of the So-Called "Anonymous of the Hussite Wars". Codex Latinus Monacensis 197, Part 1, Wiesbaden: Dr. Ludwig Reichert Verlag, ISBN 3-920153-93-6

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: