შინაარსზე გადასვლა

მწყერფეხა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწყერფეხა

Digitaria sanguinalis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  თივაქასრასნაირნი
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  მწყერფეხა
ლათინური სახელი
Digitaria Haller, 1768

მწყერფეხა[1] (ლათ. Digitaria) — მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი ბალახებია. ღეროს სიმაღლე 10–50 სმ-ია, აქვთ ბრტყელი, ხაზური, იშვიათად ლანცეტა ფოთლები. თავთუნები ორ ერთმანეთთან დაახლოებულ რიგადაა განლაგებული თავთავისებრი ტოტების სამწახნაგა, ძლიერ გაბრტყელებული ღერძის ერთ მხარეს. საერთო ყვავილედი 2–20 ასეთი ტოტისგან შედგება. ცნობილია 350-მდე სახეობა, ძირითადად გავრცელებული არიან ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, ნაწილობრივ ორივე ნახევარსფეროს ზომიერად თბილ ქვეყნებში. იზრდებიან ქვიშებზე, წყალსატევთა ნაპირებზე. კარგი საკვები მცენარეებია. მსხვილთესლიანი სახესხვაობები მარცვლოვანი კულტურების სახით მოჰყავთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რიგ ქვეყნებში. სისხლისფერი (D. sanguinalis), წამწამიანი (D. ciliaris) და სხვა სახეობის მწყერფეხები მინდვრებისა და გზების სარეველებია.[2]

საქართველოში გავრცელებული სახეობები:[3]

სინონიმი: Digitaria aegyptiaca (Retz.) Willd., 1809[4]
სინონიმი: Digitaria caucasica Henrard, 1950[5]
სინონიმი: Digitaria pectiniformis (Henrard) Tzvelev, 1963[6]
სინონიმი: Digitaria sabulosa Tzvelev, 1966[7]
  1. მაყაშვილი ა., ბოტანიკური ლექსიკონი : მცენარეთა სახელწოდებანი, მე-3 გამოც., თბ.: „მეცნიერება“, 1991. — გვ. 53.
  2. Цвелёв Н. Н. Росичка // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 654.
  3. დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 136, ISBN 978-9941-26-391-0.
  4. Digitaria aegyptiaca Willd. en. www.gbif.org. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2023
  5. Digitaria caucasica Henrard en. www.gbif.org. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2023
  6. Digitaria pectiniformis (Henrard) Tzvelev en. www.gbif.org. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2023
  7. Digitaria sabulosa Tzvelev en. www.gbif.org. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2023