ნამა (ხალხი)
ნამა (ნამა Namagua, აფრიკაანსი Namaquai) — ეთნიკური ჯგუფი. ცხოვრობენ ნამიბიის ჩრდილოეთით და სამხრეთით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, კაპის პროვინციის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე და ბოტსვანაში. საერთო რაოდენობა — 324 000. საუბრობენ საკუთარ ნამა ენაზე, კოისანური ენების განშტოება ჰოტენტოტების მშობლიურ ენაზე. ნამიბიაში ეს ენა ითვლება მეორე ეროვნულ ენად. მიეკუთვნებიან კაპოიდურ (კოისანურ) რასას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნამა ხალხი ბუშმენების და მთლიანად კოისანური ტომების ეთნიკური მონათესავე ხალხია. ისინი წარმოადგენენ სამხრეთ აფრიკის ძირძველ, აბორიგენ მოსახლეობას. მრავალი მეცნიერის უახლოესი თეორიის მიხედვით, კოისანური ტომები წარმოადგენენ კაცობრიობის უძველეს წარმომადგენლებს.
XV საუკუნეში ნამას ხალხი, როგორც ჰერერო და ჰოტენტოტები განდევნეს დასავლეთ აფრიკის ნაწილში.
XX საუკუნის დასაწყისში მათ დიდი ზარალი განიცადეს გერმანული კოლონიური ადმინისტრაციისაგან. მოსახლეობის თითქმის მესამედი შეეწირა კოლონიზატორებთან ბრძჴლას.
წყეული კოლონისტებისაგან ხალხის დასაცავად აღდგა ნემას ბელადინამიბიის ეროვნული გმისი ჰენდრიკ ვიტბოი. თუმცა არათანაბარ ომში ნამას ხალხი დამარცხდა და შეეჯახა გენოციდს, რომელიც გერმანიამ 2004 წელს აღიარა.
დღისათვის ნამას ხალხი ცხოვრობს ნამიბიის ჩრდილოეთით და სამხრეთით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, კაპის პროვინციის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე და ბოტსვანაში. ისინი მისდევენ, ძირითადად, მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hoernlé‚ A. W. (1925) "The Social Organisation of the Nama Hottentots", American Anthropologist, New Series, Vol.27 No.1 pp. 1–24 JSTOR
- Hoernlé‚ A. W. (1918) "Certain Rites of Transition and the Conception of !Nau among the Hottentots", in Oric Bates (1918) Harvard African Studies II; Varia Africana II, pp. 65–82, Cambridge, Massachusetts. (Review by: Robert H. Lowie (Apr. - Jun., 1919) American Anthropologist, New Series, Vol. 21, No. 2, pp. 208-210 JSTOR)
- Schultze, Leonhard (1907) Aus Namaland und Kalahari, Gustav Fischer Verlag, Jena
- Leonhard Schultze et al. (1970) In Namaland and the Kalahari, Human Relations Area Files, New Haven, Conn.