შინაარსზე გადასვლა

ნარვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ნარვა
Narva
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა იდა-ვირუმაა
კოორდინატები 59°22′33″ ჩ. გ. 28°11′46″ ა. გ. / 59.37583° ჩ. გ. 28.19611° ა. გ. / 59.37583; 28.19611
მერი ტარმო ტამმისტე
დაარსდა 1345
პირველი ხსენება 1172
ამჟამინდელი სტატუსი 1345
ფართობი 84.54 კმ²
ცენტრის სიმაღლე 25 მეტრი
ოფიციალური ენა ესტონური ენა
მოსახლეობა 66,621 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 798 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 35
საფოსტო ინდექსი 20001–21020
ოფიციალური საიტი narva.ee
ნარვა — ესტონეთი
ნარვა

ნარვა (ესტ. Narva) — ესტონეთის მესამე უდიდესი ქალაქი. მდებარეობს რუსეთთან საზღვარზე. მოსახლეობის უმრავლესობა რუსია. ქალაქის აღმოსავლეთით გაედინება მდინარე ნარვა, რომელიც წარმოადგენს რა საზღვარს რუსეთთან, ჩუდ-ფსკოვის ტბა იარვს აერთებს ფინეთის უბესთან. რუსულ სანაპიროზე ქალაქი ივანგოროდი (იაანლინი) მდებარეობს. მდინარის ესტონურ სანაპიროზე მდებარეობს 1200 წელს დანიელთა მიერ დაარსებული ჰერმანის ციხესიმაგრე, რომელსაც ხიდი აერთებს ივანგოროდის ციხე–სიმაგრესთან, მდინარის რუსულ სანაპიროზე. ხიდი ნეიტრალურ ტერიტორიად ითვლება. ჰერმანის ციხე–სიმაგრის მაღლივ კოშკში ნარვას მუზეუმი მდებარეობს.

შვედების მმართველობისას აგებული ძველი, ბაროკოს სტილის ნარვა პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა II მსოფლიო ომისას, მაგრამ შვედური კოშკები, მეტნაკლებად დაუზიანებელი შემორჩა. ძველი ქალაქიდან გადარჩენილია მხოლოდ პრაქტიკულად თავიდან აშენებული რატუშა (1671) და ორი სახლი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]