ბრძოლა დასრულდა ოსმალეთის არმიის გამარჯვებით. ოსმალებმა გააძლიერეს გავლენა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რითაც უფრო მეტი საფრთხე შეუქმნეს ცენტრალურ ევროპას. ამ ბრძოლის შემდეგ ბულგარეთი გახდა ოსმალეთის იმპერიის პროვინცია და მის საზღვრებში რჩებოდა 1878 წლამდე.