ორი სიცილიის სამეფო (იტალ.Regno delle Due Sicilie) — სახელმწიფო სამხრეთ იტალიაში1816—1861 წლებში, რომელიც შეიქმნა ნეაპოლისა და სიცილიის სამეფოების გაერთიანების შედეგად. დედაქალაქი — ნეაპოლი, მმართველი დინასტია — ბურბონები. რისორჯიმენტოს შედეგად შევიდა იტალიის შემადგენლობაში. იტალიის გაერთიანების შემდეგ XIX საუკუნის ბოლოს ყოფილი ორი სიცილიის სამეფოს ტერიტორია აგრძელებდა გარკვეული თვითმყოფადი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ენობრივი ასპექტების შენარჩუნებას.