ორწლოვანი მცენარეები
იერსახე
ორწლოვანი მცენარეები — ყვავილოვანი მცენარეები, რომლებიც ცოცხლობენ ორი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. პირველ წელს უვითარდებათ მხოლოდ ვეგეტატიური ორგანოები, მეორე წელს ყვავილი და ნაყოფი, შემდეგ კი მცენარე კვდება. მცენარეთაგან ასეთია კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი და სხვა ბოსტნეული კულტურები, აგრეთვე მრავალი დეკორატიული მცენარე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 588.