შინაარსზე გადასვლა

ოსაკის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1 მაისი, 1931[1]
ტიპი საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი, სამეცნიერო გამომცემლობა და უნივერსიტეტი
თავმჯდომარე Shōjirō Nishio[2]
სტუდენტი 23 123[3]
ქვეყანა იაპონია
კავშირები arXiv[4] , ORCID[5] , Association of Pacific Rim Universities[6] და Open Education Global[7]
აფილაცია Association of Pacific Rim Universities
ოსაკის უნივერსიტეტი — იაპონია
ოსაკის უნივერსიტეტი
https://www.osaka-u.ac.jp/ja

ოსაკის უნივერსიტეტი (იაპონ. 大阪大学, Ōsaka daigaku; აბრ. ჰანდაი (იაპონ. 阪大) ― საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი ოსაკის პრეფექტურაში, იაპონიაში. იგი ერთ-ერთია იაპონიის ყოფილი საიმპერიო უნივერსიტეტებიდან და შედის იაპონიის მთავრობის მიერ შემუშვებული გლობალური საუნივერსიტეტო პროექტის ტოპ უნივერსიტეტების სიაში. ხშირად ტოკიოს უნივერსიტეტთან და კიოტოს უნივერსიტეტთან ერთად იაპონიის საუკეთესო საჯარო უნვიერსიტეტების სამეულში სახელდება. QS World University Rankings-ის 2022 წლის რეიტინგის მიხედვით უნივერსიტეტი იაპონიის მასშტაბით მესამე, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 75-ე საუკეთესო უნივერსიტეტადაა დასახელებული.

ოსაკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი თანამედროვე უნივერსიტეტია იაპონიაში. იგი 1931 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის ისტორია უფრო ადრე იწყება, როდესაც ოსაკის კაიტოკუდო (1724) და ტეკიჯუკუ (1838) დაარსდა. 2007 წელს იგი ოსაკის უცხოური კვლევების უნივერსიტეტს შეერწყა და იაპონიაში უდიდესი ეროვნული უნივერსიტეტი გახდა.

ოსაკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული კვლევითი დაწესებულებაა იაპონიაში. იგი არაერთმა ცნობილმა მკვლევარმა და მეცნიერმა დაამთავრა ან აქ მუშაობდა, მათ შორის: ჰიდეკი იუკავამ (ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში), ოსამუ ტეზუკამ (მანგის ოსტატი), ჰიდესაბურო ჰანაფუსამ (ლასკერის პრემიის მფლობელი), რიოტარო შიბამ (მწერალი), შიმონ საკაგუჩიმ (იმუნოლოგი) და სხვ.

ოსაკის საიმპერიო უნივერსიტეტის ნაკანოშიმას კამპუსი

უნივერსიტეტის აკადემიური ტრადიციები ოსაკის კაიტოკუდომდე (懐徳堂, ედოს პერიოდის სკოლა ადგილობრივი მოქალაქეებისთვის) და ტეკიჯუკუმდე (適塾, სამურაების სკოლა) მიდის.[8] ოსაკის უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორია 1869 წელს ოსაკის საქმიან ნაწილში ოსაკის პრედექტურის სამედიცინოს სკოლის დაარსებით იწყება. 1919 წელს სკოლას ოსაკის პრეფექტურის სამედიცინო კოლეჯის სტატუსი მიენიჭა. 1931 წელს სამედიცინო კოლეჯი ახლად დაარსებულ მეცნიერების კოლეჯს შეერწყა და ოსაკის საიმპერიო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა, რომელიც მეექვსე საიმპერიო უნივერსიტეტი იყო იაპონიაში. ორი წლის შემდეგ უნივერსიტეტს ოსაკის ტექნიკური კოლეჯი შეუერთდა, რომელიც ინჟინერიის სკოლად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტს ამჟამინდელი სახელი 1947 წელს ეწოდა.

ოსაკის უნივერსიტეტის ტოიონაკას კამპუსის მთავარი შესასვლელი

ოსაკის უნივერსიტეტს 11 ფაკულტეტი აქვს საბაკალვრო პროგრამებისთვის და 16 სკოლა შემდგომი საფეხურებისთვის.[9] საბაკალვრო პროგრამებს ახორციელებს ჰუმანიტარული მეცნიერებების, უცხოური კვლევების, სამართლის, ეკონომიკის, მეცნიერების, მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაცევტული მეცნიერების, ინჟინერიისა და საინჟინრო მეცნიერების სკოლები. შემდგომი საფეხურის პროგრამები ხორციელდება: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართლისა და პოლიტიკის, მეცნიერების, ეკონომიკის, მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაცევტულ მეცნიერებათა, ინჟინერიის, საინჟინრო მეცნიერების, ენისა და კულტურის, საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის, ინფორმაციულ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების, მოწინავე ბიომეცნიერბებეის, სამართლისა და ბავშვთა განვითარების სკოლებში.[10]

ოსაკის უნივერსიტეტს აქვს 21 კვლევითი ინსტიტუტი, 4 ბიბლიოთეკა და 2 საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი.[11] უნივერსიტეტს განათლებისა და კვლევების ზღვისგადაღმა ცენტრები აქვს სან-ფრანცისკოში, გრონინგენში, ბანგკოკსა და შანხაიში.

ოსაკის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ოსაკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი იაპონიაში. Center for World University Rankings-ის 2019 წლის რეიტინგის მიხედვით ოსაკის უნივერსიტეტი მე-3 ადგილზეა იაპონიის და 53-ე ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით.[12] 2019 წელს Times-ის უმაღლესი განათლების უნივერსიტეტების მსოფლიოს რეიტინგში ოსაკის უნივერსიტეტი მე-3 იყო იაპონიის უნივერსიტეტებს შორის.[13] Tokyo Kanzai-ის „ნამდვილად ძლიერი უნივერსიტეტების“ რეიტინგში ოსაკის უნივერსიტეტს მესამე ადგილი ეკავა 2009 წელს, ხოლო 2008 და 2010 წელს ― მე-4.[14]

ოსაკის უნივერსიტეტის იაპონიის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული კვლევითი ინსტიტუტია. Thomson Reuters-ის მიხედვით ოსაკის უნივერსიტეტი იაპონიის სამ საუკეთესო კვლევით უნივერსიტეტს შორისაა,[15] ხოლო ინოვაციების მხრივ მეორე ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით (22-ე მსოფლიოს მასშტაბით).[16] კვლევითი სტანდარტი განსაკუთრებით მაღალია იმუნოლოგიაში (პირველი ადგილი იაპონიის მასშტაბით, მე-4 ― მსოფლიოს მასშტაბით), მასალათმცოდნეობასა (მე-4 ― იაპონიაში, მე-15 ― მსოფლიოში) და ქიმიაში (მე-5 ― იაპონიაში, მე-14 ― მსოფლიოში).[17]

ცნობილი კურსდამთავრებულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ჰინტარო ნაგაოკა ― ოსაკის უნივერსიტეტი პირველი პრეზიდენტი, იაპონიაში ფიზიკის ერთ-ერთი პიონერი, ჰიდეკი იუკავანობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (1949), იოიჩირო ნამბუ ― ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (2008), აკირა იოშინო ― ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში (2019), ჰიროში იშიგურო ― გემინოიდური რობოტების შემქმნელი, ტაკეო მაცუბარა ― იაპონელი ფიზიკოსი, 1961 წლის ნიშინას მემორიალური პრემიის მფლობელი, ოდა მინორუ ― იაპონელი ასტრონომი და ასტროფიზიკოსი, ტოკიოს უნივერსიტეტის ემერიტუსი. იოშიაკი არატა ― ბირთვული რეაქციების კვლევების ერთ-ერთი პიონერი იაპონიაში, ტოდამიცუ კიშიმოტო ― იაპონელი იმუნოლოგი, ოსაკის უნივერსიტეტის მე-14 პრეზიდენტი, კრაფორდის პრემიის ლაურეატი (2009), ტოშირო ჰირანო ― იაპონელი იმუნოლოგი, ოსაკის უნივერსიტეტის მე-17 პრეზიდენტი, კრაფურდის პრემისი ლაურეატი (2009), აკიო მორიტაSony-ის თანადამფუძნებელი, ოსამუ ტეზუკა ― იაპონელი მანგის ოსტატი, ანიმატორი, შიზუო კაკუტანი ― მათემატიკოსი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი, კაკუტანის ფიქსირებული წერტილის თეორემის ავტორი, და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.osaka-u.ac.jp/en/news/topics/2022/05/01001
  2. http://www.osaka-u.ac.jp/ja/news/topics/2015/06/20150612_00
  3. https://www.osaka-u.ac.jp/ja/guide/about/data/students.html
  4. Our Members / Tier 3
  5. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  6. https://web.archive.org/web/20240124080102/https://www.apru.org/members/
  7. https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
  8. History of the University. Osaka University. ციტირების თარიღი: 2008-02-08
  9. Undergraduate and Graduate schools & facilities — Osaka University. Osaka-u.ac.jp. Retrieved on 2011-06-26.
  10. Departments in our Graduate Schools. ციტირების თარიღი: 19 July 2021
  11. History of Osaka University — Osaka University. Osaka-u.ac.jp (2007-10-01). Retrieved on 2014-06-17.
  12. Japan - CWUR World University Rankings 2018-2019. ციტირების თარიღი: 18 December 2018
  13. World University Rankings 2019 (26 September 2018). ციტირების თარიღი: 4 December 2018
  14. Truly Strong Universities ja. Toyo Keizai (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 13, 2012. ციტირების თარიღი: April 29, 2011
  15. Thomson Reuters 20 Top research institutions in Japan. Thomson Reuters (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 21, 2011. ციტირების თარიღი: April 29, 2011 This ranking includes 5 non-educational institutions.
  16. Reuters Top 100: The World's Most Innovative Universities - 2018. Thomson Reuters (2018). ციტირების თარიღი: February 4, 2019
  17. Thomson Reuters 20 Top research institutions in Japan. Thomson Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2012-05-20 This ranking includes non-educational institutions.