ოტო შმიდტი
ოტო იულის ძე შმიდტი (რუს. О́тто Ю́льевич Шмидт; დ. 30 სექტემბერი [ ძვ. სტ. 18 სექტემბერი],1891, მოგილევი — გ. 7 სექტემბერი 1956, მოსკოვი) — საბჭოთა მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი, მოგზაური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადენიის აკადემიკოსი (1935), უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1934), საბჭოთა კავშირის გმირი (1937).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა მოგილიოვში (რუსეთის იმპერია). მამის მხრიდან მისი წინაპრები გერმანელები იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან ლატვიელები. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი. 1923–1956 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო, 1930-1932 წლებში იყო არქტიკული ინსტიტუტის დირექტორი, 1932–1939 წლებში „გლავსევმორპუტის“ უფროსი, 1939–1942 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 1937 წელს ოტო შმიდტის ინიციატივით ჩამოყალიბდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის თეორიული გეოფიზიკის ინსტიტუტი (დირექტირი იყო 1949 წლამდე).
ძირითადი შრომები აქვს ალგებრაში. მისმა მონოგრაფიამ „ჯგუფთა აბსტრაქტული თეორია“ დიდი გავლენა მოახდინა ამ თეორიის განვითარებაზე. შმიდტი არის მოსკოვის ალგებრული სკოლის ფუძემდებელი და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. 1940-იან წლებში წამოაყენა დედამიწისა და მზის სისტემის სხვა პლანეტების წარმოშობის ახალი კოსმოგონიური ჰიპოთეზა (შმიდტის ჰიპოთეზა), რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ამუშავებდა საბჭოთა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად. თუმცა შმიდტის ჰიპოთეზა მრავალმა მეცნიერმა უარყო.
ოტო შმიდტი აგრეთვე იყო არქტიკის მკვლევარი. 1929–1930 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს ყინულმჭრელ გემზე „გიორგი სედოვი“, ამის შედეგად ფრანც-იოსების მიწაზე შეიქმნა პირველი სამეცნიერო კვლევითი სადგური, რომელმაც გამოიკვლია კარის ზღვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, ჩრდილოეთის მიწის დასავლეთი ნაპირები, აღმოაჩინა მთელი რიგი კუნძულები. 1932 წელს ექსპედიციამ, რომელსაც შმიდტი ხელმძღვანელობდა, ყინულმჭრელ გემ „სიბირიაკოვით“, ერთ სანავიგაციო პერიოდში გაიარა არხანგელსკიდან წყნარ ოკეანემდე.
1933–1934 წლებში ოტო შმიდტი ხელმძღვანელობდა გემ „ჩელიუსკინის“ ნაოსნობას ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, 1937 წელს მოდრეიფე სადგურ „ჩრდილოეთ პოლუს-1-ის“ ორგანიზების საჰაერო ექსპედიციას, 1938 წელს – ამ სადგურის პერსონალის („პაპანინელების“) ყინულის ბელტიდან მოხსნის ოპერაციას.
შმიდტის სახელი ეწოდა კუნძულს კარის ზღვაში, კონცხს ჩუკოტკის ზღვის სანაპიროზე, რაიონს მაგადანის ოლქის ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში და სხვა.
დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Избр. труды. Математика, М., 1959;
- Избр. труды. Географические работы, М., 1960;
- Избр. труды. Геофизика и космогония, М., 1960.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოტო შმიდტი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ოტო შმიდტი – ბიოგრაფიული ცნობები (რუსული)
- ოტო შმიდტის სახელობის ლაბორატორია დაარქივებული 2007-01-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 14.
- Дуэль И. И., Линия жизни, М., 1977;
- Отто Юльевич Шмидт. Жизнь и деятельность, М., 1959.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 2.0 2.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ 3.0 3.1 3.2 Шмидт Отто Юльевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Czech National Authority Database
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- დაბადებული 30 სექტემბერი
- დაბადებული 1891
- გარდაცვლილი 7 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1956
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საბჭოთა კავშირის გმირები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- რუსი მათემატიკოსები
- რუსი ასტრონომები
- გეოფიზიკოსები
- რუსი მოგზაურები